16-წლამდე წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-12 ადგილით დაასრულეს
16-წლამდე წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-12 ადგილით დაასრულეს
12.07.2025
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს 16-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთში, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-12 ადგილით დაასრულა. ტურნირის ბოლო შეხვედრაში ქართველი წყალბურთელები რუმინეთის ნაკრებს შეხვდნენ და დაძაბულ ორთაბრძოლაში 10-7 დამარცხდნენ.


გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა წყალბურთელებმა მხოლოდ, პირველი პერიოდის მოგება მოახერხეს, 1 - 2. იბრძოლეს მეორეში, რომელშიც ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდნენ , 3 - 2 და შესვენებაზეც საყაიმო ანგარიშით, 4-4 გავიდნენ. თუმცა, მესამე პერიოდში რუმინელებმა მოუმატეს, 3-1 მოიგეს, საერთო ანგარიშში ორი ბურთით დაწინაურდნენ და საბოლოო ანგარიშისთვის კარგი წინაპირობა შეიქმნეს. დაძაბული გამოდგა ბოლო მონაკვეთიც, რომელიც საბოლოოდ, რუმინელებმა 3-2, ხოლო შეხვედრა 10-7 მოიგეს. დღევანდელ შეხვედრაში ქართველთა გუნდიდან 3 გოლი ლუკა ხურცილავამ გაიტანა, 2 გოლი დავით რამიშვილის ანგარიშზეა, თითო-თითოჯერ კი თავი, გიორგი სურმავამ და დავით ლანდიამ გამოიჩინეს.


შეგახსენებთ, რომ ტურნირზე რომელშიც საქართველოს 16-წლამდე წყალბურთელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობას, საერთო ჯამში 15 გუნდი მონაწილეობდა (იხილეთ ბმული). ჩვენმა გუნდმა ჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო და ჯგუფიდან გასვლა შეძლო, თუმცა, ამის შემდეგ, გუნდს რომელსაც ქართული სპორტის მოყვარულებისთვის ცნობილი სერბი სპეციალისტი, დეიან სტანოიევიჩი ხელმძღვანელობს, ფლეი-ოფში უნგრეთთან 14-4 დამარცხდა და მე-9-12 ადგილებისთვის ბროლაში გადაერთო. აქ, ჩვენმა გუნდმა გერმანიასთან წააგო 6-17 და ტურნირის ბოლო შეხვედრაში, მე-11 ადგილისთვის სწორედ, რუმინეთს შეხვდა.  


ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა - მეკარეები: ალექსანდრე ბაბილაშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი, მოთამაშეები: დავით ონიანი, იოანე კაბოშიძე, ივა ჭუბაბრია, ლადო რამინიშვილი, გიორგი სურმავა, საბა აზარაშვილი, დავით ლანდია, ლუკა ხურცილავა, ადნრია ცირდავა, საბა აბულაძე, დავით რამიშვილი, ნიკიტა ნიაზ ჯინჭარაძე.



და ბოლოს გეტყვით, რომ ტურნირი სტამბოლში ხვალ დასრულდება და ფინალში გასვლის შანსი, იმ გუნდებიდან რომლებსაც საქართველოს 16-წლამდე ნაკრები სტამბოლში დაუპირისპირდა, უნგრეთის ნაკრებს აქვს, რომელიც დღეს, დღის ბოლოს, 1/2 ფინალში, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.