
17-20 ივლისის ჩათვლით, ბუდაპეშტი ჭიდაობაში, სარეიტინგო ტურნირს უმასპინძლებს. პოლიაკ იმრესა და ვარგა იანოშის მემორიალი (Polyák Imre & Varga János Memorial Tournament), რომელიც უნგრეთის დედაქალაქში, პუშკას არენასა და იმ დარბაზის მახლობლად, გაიმართება, სადაც დაახლოებით ერთი თვის წინ, შერეულ-გუნდური მსოფლიო ჩემპიონობა ქართველმა ჯუდოკებმა იზეიმეს, ამჯერად, ჩვენი ფალავნები შეეცდებიან ქართული კვალის დატოვებას.
GeoWrestling-ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სარეიტინგო ტურნირზე ქართველ თავისუფალ და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეებს, კარგი შესაძლებლობა ექნებათ, ქულების დაგროვების, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრადაც. ამავე წყაროზე დაყრდნობით, პირდაპირი ეთერით ყოველივე ამის ხილვა კი, ჭიდაობის მოყვარულებს სილკ უნივერსალზე, 19:00 საათიდან შეეძლებათ ზემოთხსენებულ დღეებში. ბუნებრივია, ლაპარაკი ფინალურ ბლოკზეა.
თუმცა, ქულა ქულად, მსოფლიო ჩემპიონატზე კი, რომელიც ხორვატიაში, 13-21 სექტემბერს ზაგრებში გაიმართება, კონკრეტულ ტურნირზე მიღებული ქულების მიღმა, ბუნებრივია, ის მოჭიდავეები გამგზავრებიან, რომლებიც საუკეთესო ფორმაში იქნებიან კონკრეტული მომენტისთვის.
ტურნირზე საერთო ჯამში, როგორ კაცთა ასევე ქალთა შორის 500 ათლეტი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებებიც არის შემდეგი შემადგენლობით:
თავისუფალი ჭიდაობა:
57 კგ - რობერტ დინგაშვილი, ლუკა ღვინჯილია
61 კგ - გიორგი ღონიაშვილი
65 კგ - გოდერძი ძებისაშვილი
70 კგ - აკაკი ქემერტელიძე
74 კგ - გიორგი ელბაქიძე
79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე, ლუკა ჩხიტუნიძე
86 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი, თორნიკე სამხარაძე
92 კგ - მირიან მაისურაძე
97 კგ - მერაბ სულეიმანიშვილი
125 კგ - სოლომონ მანაშვილი, გივი მაჭარაშვილი
ბერძნულ-რომაული:
60 კგ - ამირან შავაძე, ფრიდონ აბულაძე
67 კგ - ჯონი ხეცურიანი, ლერი აბულაძე
72 კგ - იური ლომაძე, ოთარ აბულაძე, გიორგი ჩხიკვაძე
77 კგ - რამაზ ზოიძე
82 კგ - გელა ბოლქვაძე
97 კგ - გიორგი მელია, გიორგი ქაცანაშვილი
17 ივლისი - თ/ჭ 57-61-65-70-79-97-125 კგ
18 ივლისი - თ/ჭ 74-86-92 კგ და ქალები 50-53-57-59-72 კგ
19 ივლისი - ბ/რ 72-87-130 კგ და ქალები 55-62-65-68-76 კგ
20 ივლისი - ბ/რ 55-60-63-67-77-82-97 კგ