ვლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია
ვლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია
17.07.2025
ავტორი: TSFF.Ge

როგორც უკვე ვიუწყებოდით, უნგრეთში, იმ დარბაზთან ძალიან ახლოს, სადაც ერთი თვის წინ ქართველმა ჯუდოკებმა მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმეს, ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს, რომელზეც ქართული გუნდიც სოლიდურად არის წარმოდგენილი. პირველი ოქრო კი, ამ სარეიტინგო ტურნირზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) მოიგო. ქართველმა ფინალში ტაჯიკი მაგომეტ ევლოევი, ანგარიშით 5-0 დაამარცხა.


აღსანიშნავია, რომ გამყრელიძემ ფინალამდე ყველა შეხვედრა მოიგო. თავდაპირველად ყაზახი ნურლან ბეკზანოვი 10-1 დაამარცხა, შემდეგ ირანელ ფარიბორზ ფარამარზ ბაბაერიჯანს სძლია 4-1, ნახევარფინალში კიდევ ერთი ყაზახი, ბოლათ საკაიევი დაამარცხა 2-0 და მისთვის, ოქროს მომტან ფინალში გავიდა.


აქვე გეტყვით, რომ ტურნირზე ბრინჯაოს მედლები აკაკი ქემერტელიძემ(70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მოიპოვეს. ხვალ კი, ბუდაპეშტში მორიგ მედლებს დაველოდებით.

 


ფოტო: UWW