
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელიც 4 ქვეყანაში - თურქეთში, ისრაელში, ფინეთსა და რუმინეთში ტარდება ორწლიანი პერიოდულობით ბოლოჯერ იმართება. შემდეგი კონტინენტური პირველობა 2021 წელს ჩატარდება, თუმცა როგორი იქნება ტურნირის სისტემა ჯერჯერობით უცნობია. შესაბამისად, ევრობასკეტი 2017-ის ყველა მონაწილე გუნდი შეეცდება თავისი მაქსიმუმი დადოს, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, რომელიც „ახმაურებული ევროპისთვის" დიდი ხანია ემზადება.
ემზადებიან ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდებიც. გუშინ, ჩვენს ჯგუფში გერმანიამ უკრაინას დამაჯერებლად სძლია 75 -63, ხოლო იტალიმ, მასპინძელ ისრაელის ნაკრებს მოუგო 69-48. 2 სექტემბერს, ქართველები, სწორედ გერმანელებს დაუპირისპირდებიან. მიიღებს თუ არა ამ შეხვედრაში მონაწილეობას გიორგი ცინცაძე, ხვალ დილით გაირკვევა. მანამდე, კი გუნდი ცინცაძის გარეშეც ალაგებს ტაქტიკურ მონახაზებს.
„განსაკუთრებული ცვლილება არ იქნება. დიქსონს მოუწევს მეტწილად გამთამაშებლის პოზიციაზე თამაში. განვიხილეთ კომბინაციები და ის პრიორიტეტულებიც, რაც გერმანიის წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ თავდასხმაშიც და დაცვაშიც. მთავარია შევასრულოთ გეგმა, მოწინააღმდეგე კარგია, ყავთ გამოკვეთილი ლიდერი გამთამაშებლის პოზიციაზე და მიზანი იქნება, რომ დაცვიდან შევაჩეროთ მათი თავდასხმა" - ამბობს მანუჩარ მარკოიშვილი.
„მოდუნება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. გერმანია, ძალიან ძლიერი გუნდია. უკრაინის წინააღმდე ძლიერი თამაში ჩაატარა. როგორც ვიცი გარედანაც და შიგნიდანაც ჰყავთ ძლიერი მოთამაშეები. ასე, რომ საბრძოლველი თამაში გველოდება ხვალ. მონახაზი იგივე იქნება, რაც ლიტვასთან, თუმცა ცინცაძის მაგივრად, იქნება მაიკლი და ვეცდებით, იმ დანაკლისის შევსებას, რასაც გიორგის დროებითი გამოთიშვის გამო განვიცდით. ჩვენ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ" - ამბობს, თორნიკე შენგელია.
შეგახსენებთ საქართველოს ნაკრებს ხვალ, თბილისის დროით 16:45 წუთზე გერმანიის ნაკრებთან უწევს თამაში, 3 სექტემბერს, კი ჩვენები უკრაინის გუნდს დაუპირისპირდებიან.





ჩვენ








