
გარისკავს თუ არა დღევანდელ მატჩში გიორგი ცინცაძის გამოყვანას ილიას ზუროსი, ამას, სავარაუდოდ გერმანიასთან თამაშის მსვლელობა გაარკვევს. ევრობასკეტის მეორე შეხვედრაში, რომელიც დღეს თბილისის დროით 16:45 დაიწყება, ბერძენის მიერ გაკეთებულ სამატჩო განაცხადში გიორგი ცინცაძე არის.
ეროვნული ნაკრების გამთამაებლის, გიორგი ცინცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესადაა. ცინცაძე ამ მატჩის სათამაშოდ მზადაა. მას, თამაშის უფლებას აძლევენ ექიმებიც. დანარჩნი კი, თუ რა დოზით დატვირთავენ მას, უშუალოდ მწვრთნელებზე იქნება დამოკიდებული.
„გიორგი ცინცაძის მდგმარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი მდგომარეობა არ გვაძლევს საფუძველს, მას მოედანზე გასვლა ავუკრძალოთ. შესაბამისად, ექიმები მას თამაშის ნებას რთავენ. დანარჩენი უკვე მწვრთნელების გადასაწყვეტია, ათამაშებენ თუ არა ცინცაძეს და თუ კი, რა დროით გაიყვანენ მას მოედანზე", - ამბობს თემურ ხვედელიძე.
გიორგი ცინცაძემ ტრავმა ლიტვასთან მატჩის მეორე პერიოდში მიიღო და მოედანზე ვეღარ დაბრუნდა.





ჩვენ








