დამატებითი ბილეთები საქართველო - ბულგარეთის მატჩზე
დამატებითი ბილეთები საქართველო - ბულგარეთის მატჩზე
05.09.2025
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია

7 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე საშინაო შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება, დამატებითი ბილეთები გაიყიდება.


როგორც ცნობილია, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის სტადიონის ტევადობის 5% იყო დარეზერვებული. თუმცა, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სტუმარი გუნდის გულშემატკივარისთვის განკუთვნილი სექტორების ათვისება არ მოხდება. შესაბამისად, მათთვის განკუთვნილი 1-ლი იარუსის მეცხრე და მეათე სექტორები,  ასევე მიმდებარედ განთავსებული უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ადგილები სრულად დაბრუნდება გაყიდვაში. 


დამატებითი ბილეთების ფასი 40 ლარს შეადგენს. ბილეთების რეალიზება 6 სექტემბერს 12:00 საათზე BILETEBI.GE-ზე დაიწყება. ბილეთები პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორში, ასევე მეორე იარუსის მე-12 სექტორიდან მე-17- ჩათვლით არის განთავსებული.