
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა „ნიკე-ლუსომ" დღეს, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა თურქეთის ტრადიციული კლუბისö „ფენერბაჰჩეს" ქალთა გუნდის წინააღმდეგ და ამჯერად 2-0 დამარცხდა.
ამ გუნდების პირველი სპარინგის მსგავსად (იხილეთ ბმული), უპირატესობას ბევრად გამოცდილი თურქული გუნდი ფლობდა. თუმცა, გოლამდე, რომელიც ქართული ქალთა ლიგის ლიდერის, „ნიკე-ლუსოს" კარში, მე-40 წუთზე გავიდა, ორივე გუნდს ჰქონდა მინიმუმ თითო შანსი. ჩვენებს, ნათია დანელიას დარტყმული სტანდარტულის შემდეგ. გოლი კი, ჩვენს ნახევარზე, ცენტრში დაკარგულ ბურთის ფლანგიდან გათამაშებას მოჰყვა, რომელიც კარგად ჩაკეტა თავით მასპინძელი გუნდის პანამელმა შემტევმა მარტამ და ანგარიში გახსნა. თეონა სუხაშვილმა, რომელმაც ამ მომენტამდე ორჯერ იხსნა ქართული გუნდის კარი, ამ ჯერზე ვერაფერი გააკეთა. მასპინძლებმა, პირველი ტაიმი მოიგეს.
მეორე ტაიმიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. 63-ე წუთზე სოფო ნარსია ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით არასწორად დააჯარიმეს და მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსული სვეტლანა გაბელაიას კარში პენალტი დადეს. ქართველა გუნდის მეკარემ კუთხე კი გამოიცნო, მაგრამ თურქებმა მეორე გოლი გაგვიტანეს. სხვათა შორის 87-ე წუთზე ლიზი მწყერაშვილს ჰქონდა ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა, თუმცა, „ფენერის" მეკარემ ბურთის აღება მოახერხა. თამაშისთვის დამატებულ 3 წუთში, მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და კარის მიმართულებითაც რამდენჯერმე დაარტყეს თუმცა, არაზუსტად.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქული კლუბის მწვრთნელმა, ქართულ კლუბს ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის თანხმობის გამო მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ამ ორმა სპარინგმა ორივე გუნდს დიდი გამოცდილება შესძინა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ლიგის ზედა ჯგუფი, რომელშიც „ნიკე-ლუსო" ლიდერობს და ოქროს მედლებისთვის იბრძოლებს, 13 სექტემბრიდან განახლდება. ხვალიდან კი, ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფი დაიწყებს ასპარეზობას.
ფოტო: „ნიკე-ლუსო" / სოსო გახოკია