
დღეს, „დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი შეხვედრისთვის ბოლოჯერ ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ ხვალ, სანაკრებო ფეხბურთისთვის საკმაოდ უჩვეულო დროს, 17:00 საათზე, ვილი სანიოლის გუნდი, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ პირველ ტურში ორივე გუნდმა წააგო, საქართველომ სახლში თურქეთთან 2-3, ბულგარეთმა კი, ასევე საშინაო შეხვედრა კონტინენტის მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან.
სხვათა შორის, იმ გარემოებას, რომ ორივე გუნდმა პირველ ტურში მარცხი განიცადა, რამდენჯერმე ხაზი გაუსვეს ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიან ილიევმა და ფეხბურთელმა ანტონ ნედიალკოვმა. ბულგარელმა ფეხბურთელმა სტუმარი გუნდის შეკითხვაზე 4 სექტემბერს, თბილისში გამართულ შეხვედრაში, რომელს ანიჭებდა უპირატესობას არ დამალა, რომ თურქეთის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. შესაბამისა, დარწმუნებულია იმაშიც, რო, ხვალ მისი გუნდი შეეცდება ქულების აღებას. ბულგარეთის ნაკრები ამის გაკეთებას გუნდური სულისა და გუნდური თამაშით აპირებსო, აღნიშნა ანტონმა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა, როგორც სამწვრთნელო შტაბში, ასევე ფეხბურთელებმაც, კარგად იციან, რომ გუნდებს შორის სათამაშო ხარისხსა და სიძლიერეს შორის არსებულ სხვაობაზე.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ტრადიციული მატჩის წინა დღე, „დინამო არენაზე" გაწერილი გრაფიკით წარიმართა. ჯერ ჩვენები იყვნენ სტადიონზე, შემდეგ სტუმრები. თუმცა, ჯერ სტუმრების თემა ამოვწუროთ, რომლებსაც ხვალინდელ შეხვედრაში, ისევე როგორც ესპანეთთან მატჩში, გუნდის გამოცდილი წევრი და კაპიტანი, კირილ დესპოდოვი დააკლდება.
„წაგებული თმაში შემდეგ ტკივილს ვგრძნობთ, მაგრამ უნდა მოვემზადოთ მომავალი თამაშისთვის. საქართველომაც წააგო თმაში და ამის მხრივ მსგავს გარემოებაში ვართ. ყველა თამაშს აქვს მნიშვნელობა და საერთო ჯამში ჯგუფში, 6 თამაში გვაქვს ჩასატარებელი. ხვალინდელის მერეც, კიდევ გვრჩება ოთხი მატჩი სათამაშო. ის, რომ ესპანეთი ჯგუფის ფავორიტია, თავიდანვე ნათელი იყო და ჩვენ გუნდსაც მათთან წაგების გამო არ უნდა ჰქონდეს წნეხი ხვალინდელ თამაშში", - ამბობს ილიევი.
ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომლის გუნდსაც თბილისში ჩამოსვლა მოუხდა, ამას გარდა ძალების აღსადგენადაც უფრო ცოტა დრო ჰქონდა, ვიდრე საქართველოს ნაკრებს მედიასთან შეხვედრისას აცხადებს, რომ შეხედავს მოთამაშეების კონდიციას და შემადგენლობაზე მას შემდეგ ჩამოყალიბდება. თუმცა, დადასტურებით აცხადებს, რომ წინა (ესპანეთთან) შეხვედრისგან განსხვავებით ცვლილებები მის გუნდში იქნება.
„საქართველოს ნაკრების თამაშები ნანახი გვაქვს. ეს არის ერთ-ერთი პროგრესული გუნდი ევროპაში და ეს, ევროპის ჩემპიონატიდანაც დავინახეთ. თამაშობს შემტევ ფეხბურთს. გუნდი დაკომპლექტებულია ფეხბურთელებით, რომლებიც კარგად თამაშობენ ევროპულ კლუბებშიც. ხვალაც ვიცით, რომ რთული თამაში იქნება და მოგვიწევს ბევრი მუშაობა", - ამბობს მოწინააღმდეგის მწვრთნელი.
ორივე გუნდის მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე მედიამ გვერდი არ აუარა წითელ ბარათს, რომელიც ვილი სანიოლმა თურქებთან მატჩის დროს მიიღო. ქართველმა ფეხბურთელებმა იციან ვილის დარიგებები და გადამწყვეტი მნიშვნელობა საიდან უხელმძღვანელებს გუნდს მნიშვნელობა არ აქვსო, მიაჩნია ბულგარელთა მწვრთნელს. ამავე შეკითხვაზე თავად ვილიმ შემდეგი უპასუხა: „დღემდე ვერ გავიგე რატო მივიღე წითელი. სკამზე ჯდომა არაა მარტივი ისევე, როგორც იქ მიღებული გადაწყვეტილებები; როდესაც და სადაც უნდა შეიკავო თავი, იქ შევცდი ბევრ რამეში არ ვეთანხმები წესებს, რომელიც თანამედროვე ფეხბურთშია, რადგან ხშირად, ვერ გიხსნიან რა ხდება. ახლაც, როდესაც შევეკითხე ერთხელ, ორჯერ და არ მიპასუხეს, მეც დავკარგე კონტროლი და ამითვის გამიშვეს ტრიბუნაზე. თუმცა, ახლა, მნიშვნელოვანია მომდევნო თამაში", - ამბობს ვილი და მოგვიანებით თემას კიდევ დაუბრუნდება, „მსაჯების „წყალობით" მატჩის ტრიბუნიდან ყურება მომიწევს, მაგრამ კარგია, რომ ამას უფასოდ შევძლებ".
რა რჩევებს მისცემს ვილი გუნდს ტრიბუნიდან, ეს უშუალოდ თამაშის დროს გამოჩნდება, მანამდე კი ქართველთა ფრანგ თავკაცს, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთთან მატჩის შემდეგ, მას ქართულ მედიასთან შეხვედრის შანსი არ ჰქონდა დღეს მოუხდა რამდენიმე თემაზე ლაპარაკი, მათ შორის ყბადაღებულ სათამაშო სისტემაზე.
„სათამაშო სისტემის შეცვლა მარტიდან დავიწყეთ და 4 მცველით ნოემბერში ვითამაშეთ. ერთა ლიგის ბოლო მატჩებმა გვაჩვენა, რომ ჩვენი ძველი სისტემა სამი ცენტრალური მცველით აღარ მუშაობდა. პრობლემები გვქონდა უკრაინასთან და ჩეხეთთან შეხვედრებში. ცვლილება აუცილებელი იყო და ბუნებრივია, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
თუ ახლა არ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, შეიძლება მერე გვიანი იყოს, დროს დავკარგავთ, ასე რომ, არ მინდა დროის დაკარგვა, არ მგონია, საქართველოს დასაკარგი დრო ჰქონდეს.
მარტში ძალიან კარგი თამაშები ჩავატარეთ, ხოლო თურქეთთან რთულ მდგომარეობაში ინდივიდუალურმა შეცდომებმა ჩაგვაყენა. ძალიან კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ 4-მცველიანი ტაქტიკით. ამან დამარწმუნა, რომ ეს სწორი ნაბიჯია. შესაძლოა, არა მომდევნო რამდენიმე თვის პერსპექტივაში, არამედ მომდევნო წლებზე გათვლით", - ამბობს სანიოლი, რომლის გუნდსაც ჩვენი სუბიექტური აზრით, გუნდში, ძირითადი შემადგელობის „უთამაშებელი" ფეხბურთელები უფრო დააწვა ტვირთად, რა თქმა უნდა სწრაფ გოლთან ერთად.
ალბათ, კიდევ ერთხელ მომიწევს გარემოება, რომ თურქებთან მატჩში, პირადად მე დავინახე ის საქართველოს ნაკრები, რომელიც მეგონა, ისტორიას „ჩავაბარეთ". შესაბამისად, მეორე ტაიმმა, აი, ასტანაში, „ჩაკვეს" გოლმა, რომ სინათლე შემოიტანა ისევ ის დავინახე. საერთო ჯამში, გუნება-განწყობა ძალიან გამიფუჭა, შესაძლოა იმ მოლოდინის გამო, რაც ბოლო წლებში, საქართველოს ნაკრებმა გამიჩინა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ უფრო დიდ გუნდებსაც (მაგალითად, გერმანიის ნაკრებს) აქვთ გაგრძელებული დაღმავალი მრუდე, ერთ წაგებულ თამაშს, თან დასაწყის ეტაპზე და კარგი დასკვნითი 30 წუთიდან გამომდინარე, გადავაგორებთ. ქართველები ხომ, გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ.
ისე, ისევ თურქეთთან თამაშს რომ დავუბრუნდეთ და ზურა ხიზანიშვილის მატჩის შემდგომი კომენტარი გავიხსენოთ, როდესაც გამოუყენებლ ცვლილებაზე ჰკითხეს და პასუხს ვილი გაგცემთო, მართლაც დღეს ვილიმ სცადა პასუხი გაეცა: „მე ვერ გამოვიყვანე ყველა შეცვლა, რადგან მოთამაშეებს მეორე გოლამდეც ჰქონდა კარგი და სწორი მომენტები და ისინი არ უნდა შემეცვალა", - ამბობს ვილი.
სხვათა შორის დღეს, თუმცა, ისევე, როგორც ტრადიციულად სხვა პრეს-კონფერენციებზე ვილისთვის თავი არავის მოუბეზრებია შეკითხვებით, თუ კონკრეტული გვარის ფეხბურთელი რატო არ ათამაშა, ან აპირებს თუ არა ხვალ მის შემადგენლობაში დაყენებას. ისე, არც ოთარ კიტეიშვილზე უკითხავთ, ვისი არყოფნაც, უკვე მერამდენედ დაეტყო საქართველოს ნაკრების თამაშს. ჩვენ გავარკვიეთ კიტეს მგდომარეობა, რომელსაც ჰამსტრინგის დაზიანება (ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა) აქვს და შესაბამისად კვლავ მოუწევს თამაშის გამოტოვება.
რაც შეეხება გუნდს, თუ არ ჩავთვლით, რამდენიმე მოთამაშეს, როგორც ჩანს გუნდს განწყობა წაგებული თამაშის მერე დაუბრუნდა, რაც უდავოდ კარგი! თუმცა, ნაწილი თვლის რომ დასანანი მარცხის მიუხედავად, განწყობა მარცხის შემდეგ არც ჰქონია გამოსასწორებელი, რაც ცოტა არაბუნებრივად და პრობლემატურად მიგვაჩნია, სუბიექტურად პირადად ჩვენ.
„რთულია აღიდგინო ძალები ასე მოკლ პერიოდში. თუმცა, პირადად მე 100%-ით მზად ვარ და ბიჭებიც. მზად ვართ, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და მივაღწიოთ სასურველ შედეგს. თურქებთან მატჩში, თავიდან კონცენტრაცია გვაკლდა და მეტოქემ ისარგებლა ამ გარემოებით. სწრაფი გოლი ფეხბურთის ნაწილია. ჩვენ (მხედველობაში არის გუნდი - სარედაქციო) ყველაფერზე ვისაუბრეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბულგარეთთან აღარ განმეორდეს", - ამბობს ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრებში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.