ლუკამ და ანასტასიამ ოლიმპიური წლის პირველ ტურნირზე ვერცხლი მოიგეს
ლუკამ და ანასტასიამ ოლიმპიური წლის პირველ ტურნირზე ვერცხლი მოიგეს
07.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, ახალი, ოლიმპიური სეზონი საქართველოს ნაკრების  წევრი სპორტსმენებისთვის იაპონიის  ქალაქ  ოსაკაში   გამართულ „კინოშიტა  თასი -2025"  ჩელენჯერის  სერიის საერთაშორისო  ტურნირით  დაიწყო.


სწორედ, ამ ტურნირზე აიღო სტარტი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა, რომლებსაც 2026 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოუწევთ ასპარეზობა. იაპონიაში გამართულ ჩელენჯერის სერიის შეჯიბრში კი, ჩვენი წყვილი ახალი პროგრამით წარსდგა, როგორც მოკლეს, ასევე თავისუფალ პროგრამაში. სხვათა შორის, სწორედ ამ პროგრამით წარსდგებიან ჩვენები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. 


სეზონის პირველ სტარტზე ანასტასიამ  და  ლუკამ ორი პროგრამის  ჯამში  212.90  ქულა დაიმსახურეს და ასპარეზობა მე-2  ადგილითა და  ვერცხლის  მედლებით დაასრულეს. ქართულმა წყვილმა, უმაღლესი ჯილდო და პირველი ადგილი, ტურნირის მასპინძლებს, მსოფლიოს მოქმედ  ჩემპიონებს რიკა  მიურასა  და  რიუჩი  კიხარას წყვილს  დაუთმეს.