
4-დან 7 სექტემბრის ჩათვლით, სლოვაკეთში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა ჯუდოში, რომელშიც საქართველო 14 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, მათ შრის იყო 5 გოგონა. ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს, შერეულ გუნდუ ასპარეზობაში დაძლეული პირველი ეტაპიც, სწორედ გოგონა ჯუდოკას დამსახურებაა.
კარგად დაიწყო ქართულმა გუნდმა ასპარეზობა შერეულ გუნდურ შეჯიბრში, სადაც საწყის ეტაპზე ბელარუსის ნაკრები 4-3 დაამარცხა. სხვათა შორის ქართული გუნდის სასარგებლოდ, ანგარიში მარიამ ნათელაურმა გაათანაბრა, ამის შემდეგ კი, ლოტოტრონმა ტატამზე, კვლავ -57კგ-ში მოასპარეზე ჯუდოკები იხმო, შესაბამისად, ქართველთა ინტერესის დაცვა, კვლავ მარიამს მოუხდა და კვლავ მოიგო.
მომდევნო ეტაპზე, 1/4 ფინალში, ჩვენები გერმანიის შერეულ გუნდს შეხვდნენ და 2-4 დამარცხნდნენ, შესაბამისად გადაერთვნენ რეპეშაჟში, სადაც სამწუხაროდ, კვლავ დამარცხნდნენ, ამჯერად, რუმინეთთან 4-2 და ასპარეზობა დაასრულეს (იხილეთ შედეგები).
თუმცა, ჩვენებმა ბრატისლავაში, მსგავსი კატეგორიის ტურნირზე ასპარეზობის დაგროვილი გამოცდილების გარდა, სამი ბრინჯაოს მედალიც აიღეს - მესამე ადგილისთვის შეხვედრები, ლუკა ჯავახიშვილმა (-90კგ), გიორგი ბენდელიანმა (-100 კგ) და ნოდარ ალაფიშვილმა (-100) მოიგეს.
ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართული გუნდი ირაკლი ცირეკიძისა და გიორგი გვიჩიანის ხელმძღვანელობით, ასეთი შემადგენლობით იმყოფებოდა:
-60 კგ გიორგი ჩანქსელიანი
-66 კგ თორნიკე გიგაური
-73 კგ გიგი გიუნაშვილი
-81 კგ სანდრო ახლოური
-90 კგ ლუკა ქარელიშვილი, ლუკა ჯავახიშვილი
-100 კგ გიორგი ბენდელიანი, ნოდარი ალაფიშვილი
+100კგ გიორგი ბადუაშვილი
-48 კგ თამარ გიგოლაევი
-52 კგ ნუცა თათრიშვილი
-57 კგ მარიამ ნათელაური
-63 კგ ნინო ხუნჯუა
-73 კგ ლიზი ქვარცხავა
ფოტო: © EJU