
ვიდრე, სპორტის სხვა სათამაშო სახეობებზე არის ქართული საზოგადოების ყურადღება გადართული, ალბათ, არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი ნაკრები, რომელიც 2026 წელს ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ვიდრე ტიტე კალანდაძე, ხელბურთელთა ლეგიონს შეკრებაზე უხმობს, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრები საკლუბო კარიერას აგრძელებენ, ძირითადად ახლა კლუბებში.
ხელბურთში ხორვატიის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო „ზაგრებმა", სადაც ოფიციალურ ტურნირში სადებიუტო მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ. „ზაგრებმა", პირველ ტურში, დიდი ანგარიშით 39-18 „ტროგირი" დაამარცხა, ცხოვრებაძემ კი 4 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა. ვინც არ იცით გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ხორვატულ კლუბში ამ ზაფხულს გერმანული „გუმერსბახიდან" გადავიდა.
ჩვენი ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი გიგა მელიავა კი, კარიერას საბერძნეთის ქალაქ ედესას კლუბ „აეროპოსში" გააგრძელებს. ინფრმაციას ბერძნულ კლუბი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„სიამოვნებით ვაცხადებთ, რომ 2025-2026 წლების სეზონისთვის ჩვენს გუნდში ქართველ ხელბურთელი, გიგა მელიავა ითამაშებს. გიგა მელიავა, უკანა ხაზის მოთამაშეა, მან გასულ სეზონში წარმატებით ითამაშა სლოვაკეთის პირველი ლიგის კლუბ „ჰლოჰოვეცში", სადაც მან გასულ სეზონში 100 გოლი გაიტანა.
წლების მანძილზე, მელიავა, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრების და სულ ბოლოს კი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.
საკლუბოს მხრივ, ის საქართველოსა და სლოვაკეთის გარდა, თამაშობდა სერბეთში. ეს ტრანსფერი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერებაა, რომელიც გუნდს დაეხმარება როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, და ხელს შეუწყობს მიზნების მიღწევაში. გიგას გულით ვესალმებით ჩვენს ოჯახში და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და გამარჯვებებით სავსე სეზონს", - წერია ბერძნული კლუბის განცხადებაში.