
ქალთა საფეხბურთო ლიგაში, ზედა ჯგუფში, რომელშიც ოთხი გუნდი „ნიკე-ლუსო", „ლანჩხუთი", „კვარტალი" და „ელიტა" 2025 წლის მედლებისთვის იბრძოლებენ, თამაშები 13 სექტემბრიდან განახლდება. ჩვენი გვერდის მკითხველმა როგორც იცის, ამ ოთხი გუნდიდან, ერთ-ერთის „კვარტალისა" და ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ბოლო ტურის წინ, გერმანიაში გაემგზავრა, სადაც 18 წლის ქართველმა ნახევარმცველი, თინათინ ამბალიამ, „ბაიერ ლევერკუზენის" ქალთა გუნდში ტესტ-კვირა გაატარა და ქალთა ბუნდესლიგის ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრაში, ნიდერლანდური „აიაქსის" წინააღმდეგაც ითამაშ. ის შეხვედრა გერმანულმა გუნდმა 1-0 მოიგო. მართალია, ემ ეტაპზე, ახალგაზრდა ქართველი ქალი ფეხბურთელი გერმანულ გუნდში არ დარჩა, თუმცა, ს გადის. აღნიშნულის ფარგლებში კი, ქართველმა ხუთშაბათს, „აიაქსის" ქალთა გუნდის წინააღმდეგაც ითამაშა.
„ჩემი „სპარტაში" გადასვლა სპორტული მიზეზებიდან გამომდინარე გადაწყდა. სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ძალიან დაინტერესებული იყვნენ გუნდში ჩემი დამატებით. გარდა ამისა, ჩემს მენეჯერთან ერთად ჩავთვალე, რომ ჩემი სპორტული განვითარებისთვის პრაღის „სპარტა", ამ ეტაპზე საუკეთესო ადგილი იქნებოდა. ხელშეკრულება გავაფორმე 2027 წლის 30 ივნისამდე გავაფორმე", - ამბობს თიკო ამბალია, რომელიც ქართულ კლუბს, ჩემპიონატის დასკვნით ფაზაში ძალიან დააკლდება. მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონზე თბილისის „კვარტალის" მაისურით, ამბალიას მიერ გატანილი გოლები (16 ტურში, 23 გოლი) საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია ქართულ ქალთა ლიგაში.
ახლა, ჯერი ჩეხურ გუნდში თიკოს ინტეგრაციაზეა. 18 წლის ფეხბურთელს არც მეტი, არც ნაკლები, 58 წლის კლუბში მოუწევს თამაში. ჩეხური კლუბი, „სლავიასთან" ერთად, ჩეხეთის ეროვნული საფეხბურთო ლიგის დომინანტია. ჩეხეთის ჩეპიონატზე, რომელიც 2025-26 წლებში 33-ედ ჩატარდება 21-ჯერ ტიტული სწორედ „პრაღას" აქვს მოგებული. კლუბი, ტრადიციულად უეფა-ს ქალთა ევროტურნირებზე მონაწილეობს და ყველაზე კარგი შედეგი 2005-06 წლების სეზონზე აქვს ნაჩვენები, როდესაც გუნდმა 1/4 ფინალშიც ითამაშა, თუმცა დამარცხდა.
სხვათა შორის, ვიდრე ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადდებოდნენ, პრაღის „სპარტამ" 12-ჯერ იზეიმე ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონობა. მიუხედავად, ასეთი ისტორიისა, ქალთა საფეხბურთო კლუბმა „სპარტამ", სრულად, პროფესიულ რელსებზე გადასვლა მხოლოდ გასულ, 2024-2025 წლების სეზონში გადაწყვიტა.
თინათინ ამბალიას ახალი კლუბი, პრაღის „სპარტა" საშინაო თამაშებს, SK Prosek-ის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც დაახლოებით, 2600 ადგილია. ამ მომენტისთვის პრაღის „სპარტა", ჩეხეთის ქალთა ლიგაში, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობს, რეგულარული ჩემპიონატის მეოთხე ტურის წინ, 9 ქულით გათამაშებას ლიდერობს და მე-4 ტურის შეხვედრას ქალთა საფეხბურთო კლუბი „პრაღას" წინააღმდეგ 13 სექტემბერს გამართავს.