საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
16 და 19 სექტემბერს, ჩვენი გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნლემა, სალომე ხუბულურმა მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრებში 21 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა - მეკარე: ელენე ბონდარევა ("ნორჩები"), ანასტასია გოგელია ("კოლხეთი" ხობი); დაცვა: ელენე ბოლქვაძე ("ბათუმი"), ანა მამულაშვილი ("ახალგორი"), მარიამ ღუნაშვილი ("ახალგორი"), ნინი ვეკუა ("ნორჩები"), ნინო ნადარაია ("კვარტალი"), მარიამ მელაძე ("რუსთავი"); ნახევარდაცვა: მარიამ გასანოვა ("კვარტალი"), ანა დოლიშვილი ("ახალგორი"), ნინიკო ჩხეტიანი ("რუსთავი"), ანასტასია ბუჩუკური ("ნიკე-ლუსო"), ნატო გუტიკაშვილი ("რუსთავი"), ანი დავითულიანი ("სამეგრელო"), ლიზი კაკულია ("დინამო სოხუმი"); თავდასხმა: თეკლა ბერიძე ("ნიკე-ლუსო"), სესილი გაბრელიანი ("ახალგორი"), ანა გრიგალაშვილი ("თეთრიწყარო"), ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი ("ლევანტე" ბადალონა), ბარბარე ბერუაშვილი ("თეთრიწყარო"), ანანო წიქარიძე ("ლანჩხუთი").