
ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით, 12 ოქტომბრიდან საქართველოში კიდევ ერთი ტურნირი აიღებს სტარტს. როგორც საქართველოს ქალთა ფეხბურთის ოფიციალური გვერდი იტყობინება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, 15-წლამდე ქალთა ლიგის გათამაშება იწყება.
ჩემპიონატის დებულების თანახმად თამაშები ორ რეგიონალურ ზონად ჩატარდება, დასავლეთის ჯგუფის მატჩები 12 სექტემბერს ხელვაჩაურში გაიმართება, 14 სექტემბერს კი ერთმანეთს აღმოსავლეთის ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდებიან და ეს თამაშები, დიღმის მასივში, სფფ-ის ახლადგახსნილ „ავაზას" საფეხბურთო ცენტრში ჩატარდება.
ჩემპიონატში დასავლეთის 6 და აღმოსავლეთის 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თამაშები კი ორ წრედ ჩატარდება და გათამაშების პირველი რაუნდი, ორივე რეგიონალურ ზონაში 16 ნოემბერს დასრულდება. ამის შედეგ, 22 და 23 ნოემბერს ჯვარედინი სისტემით, დასავლეთის პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები, აღმოსავლეთ ზონის მეორე და პირველ ადგილზე გასულ გუნდებს შეხვდებიან. ახალი ტურნირის ფინალი კი, 30 ნოემბერს გაიმართება. ამ ეტაპზე ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე არ კონკრეტდება ფინალური მატჩის ადგილი.
ახალი ჩემპიონატის ერთი საინტერესო დეტალი - თითოეულ ტურში, გუნდები ერთ კონკრეტულ ადგილზე ითამაშებენ, შესაბამისად, ხვალ, ხელვაჩაურში, დასავლეთი ზონის სამი შეხვედრა გაიმართება:
„მართვე" ქუთაისი - „მტრედები"
„ტორპედო" ქუთაისი - „აჭარა"
„ხონი" - „სენაკი"
14 სექტემბერს კი, აღმოსავლეთი ზონის თამაშები, თბილისში, „ავაზაზე" ჩატარდება და ამ ტურში, „დმანისი" დაისვენებს, ვინაიდან, ჯგუფში, 7 გინდია. დანარჩენ სამ შეხვედრაში კი, გუნდები ასე დაწყვილდნენ:
WPS GEO - „ნორჩი დინამო"
„ბოლნისი" - „კვარტალი"
„ვერე" - „რუსთავი"
![]() |
![]() |