„იბერია 1999“-მა პირველი ადგილი დათმო, VAR-მა ისევ არ იმუშავა
„იბერია 1999“-მა პირველი ადგილი დათმო, VAR-მა ისევ არ იმუშავა
14.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანაკრებო ფეხბურთის შემდეგ განახლებულ ეროვნულ ჩემპიონატზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენი გვერდისთვის თამაშები ლოგიკურად დასრულდა. მაგალითად, შესვენებამდე, „უიღბლო" ხანა დაასრულა ქუთაისის „ტორპედომ", რომელმაც 33-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით დარჩენილ „სამგურალს", საკუთრ მოედანზე მოუგო და როგორც იქნა, 4 აგვისტოს შემდეგ, პირველად მოახერხა გამარჯვება, 6-2. ქუთაისელთაგან გოლები    გაიტანეს. სტუმართა გუნდიდან კი, დუბლი გიორგი ფანცულაიამ შეასრულა (მოჰამედ შერიფმა (6'), ალეკო ბასილაძემ (36', 45'+4, 54'), ფელიპე პირესი (49'), კისლე ზიტა (90'+2). ამ გამარჯვებით კი, იმერულმა კლუბმა, ბათუმის „დინამოს" გადაასწრო მხოლოდ.


„დინამო თბილისმა" სატურნირო ცხრილში შეინარჩუნა მე-3 პოზიცია და მიუხედავად იმისა, რომ 10 ფეხბურთელით, თანაც VAR-ის გარეშე (სხვათა შორის, სანაკრებო შესვენების წინაც, პეტრო არენაზე, როდესაც „გარეჯის" წინააღმდეგ ითამაშა, ვიდეო რეფერი მხოლოდ ილუზია იყო) და ალბათ, უფრო მატჩის კომენტატორის თვალით დანახულზე დაყრდნობით მიიღეს ამ შეხვედრაში მომუშავე მსაჯებმა (მათ შორის ე.წ. VAR-ზე მომუშავეებმა) გადაწყვეტილებები, როგორც იქნა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე, ტიტულოვანი გუნდის კარში დანიშნული და გატანილი 11-მეტრიანის წყალობით, „გაგრამ", ანგარიშით 0-1 მოახერხა გამარჯვება. ისე, ვინც აკვირდება ეროვნულ ლიგას, „დინამო თბილისი" რომელსაც მართალია, ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ სამედიცინო სტაფი ჰყავს, სანაკრებოს წინ (წინა სანაკრებო განწყობა) და სანაკრებოს შემდეგ (რეალურად გადაღლილი ფეხბურთელები), სტარტი ყოველთვის მძიმე აქვს. საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები სწორედ, დინამოელებით არის დაკომპლექტებული და მაშინ, როცა, სხვა გუნდები თავს „რელაქსის" უფლებას აძლევენ, ტიტულოვანი სულ „დრაივშია". მართლა საინტერესოა, რატო ფუჭდება VAR-ი ყოველთვის „დინამო თბილისის" თამაშზე, რამდენად რეაგირებს კლუბის ადმინისტრაცია ამ გარემოებებზე. კიდევ ერთი საკითხი, რატომ არ უდებს ტიტულოვანი კლუბი, სხვადასხვა ქართულ კლუბებში იჯარის წესით გასხვისებულ ფეხბურთელებს ხელშეკრულებაში მუხლს, რომელიც ამ ფეხბურთელებს, „დინამო თბილისის" წინააღმდეგ თამაშში ჩართვას აუკრძალავს?! ამ კეთილ ნებას, საბოლოოდ, ვერ ზემოთხსენებული კატეგორიის ფეხბურთელები, ვერც მათი სოცქსელებში ხმალამოღებული საახლობლო და ვერც მოიჯარე კლუბები თავის გულშემატკივარიანად ვერ ხედავენ. უბრალოდ, ამ რეალობასა და პრობლემების აღიარებას, ყველა ცდილობს თავი აარიდოს. თუმცა, „გაგრასთან", თბილისური გუნდის უსახურ თამაშს, არც მთელი ეს აბზაცი ამართლებს. იმედია, კლუბი, რომელიც წელს 100 წლის იუბილეს ზეიმობს და მინიმუმ სამეულში უნდა მოხვედრა დარჩენილ ტურებში უფრო მეტად მობილიზებული იქნება.


თელავში, შემოდგომის პირობებზე უკვე გვარიანად შელახულ „კავკასიონ არენაზე" ადგილობრივმა „თელავმა" ფრედ, 0-0 ითამაშა „გარეჯთან".  სატურნირო ცხრილში, ორივე გუნდი ფლეი-აუთის ზონაშია და დიდი გარჯა მოუწევთ, რომ თუნდაც მე-7 ადგილზე მყოფ „სამგურლას" გადაასწრონ.


რეალურად „დინამო თბილისის" მსგავსად, ასაკობრივი სანაკრებო გუნდების კიდევ ერთ საბაზისო გუნდს, ტრადიციულად გაუჭირდა სანაკრებო შესვენების შემდეგ. სატურნირო ხრილის ლიდერმა, „იბერია 1999"-მა მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 0-2 წააგო, ბოლო ადგილზე მყოფ ფოთის „კოლხეთი 1913"-თან. ანგარიში 73-ე წუთზე ნიკა კაპანაძემ გახსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველივე წუთზე კი, დავით ფაღავამ, შავი ზღვისპირულ გუნდს მნიშნელოვანი 3 ქულა მოუტანა.  ამ მარცხის მიუხედავად, ტურის ბოლო შეხვედრამდე, იბერიელები კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში იყვნენ, თუმცა...


თუმცა, გორის „დილამ" საშინაო შეხვედრაში 9 ფეხბურთელით დარჩენილი ბათუმის „დინამო" 2-0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში „იბერია 1999"-ს ერთი ქულით გადაუსწრეს. საინტერესოა, რომ მსაჯებმა სტუმარი გუნდი მე-8 წუთზევე „სწრაფი ყვითელით" დასაჯეს. მე-13 წუთზე კი ყვითელს, წითელი მიაყოლეს და დმიტრი მანდრიჩენკო გააძევეს. 38-ე წუთზე 19 წლის ლევან ხოზრევანიძე „გააყვითელს", მეორე ტაიმში, 66-ე წუთზე, კიდევ ერთი ყვითელით „დაასაჩუქრეს" და გააძევეს. 9 ფეხბურთელით დარჩენილმა დინამოელებმა 85-ე წუთამდე, კარი მშრალად შეინახეს, თუმცა, სიმცირეში მყოფებს, თბილისური „დინამოს" მსგავსად, მათაც პენალტი წამოეწიათ და ანგარიშიც ასე გაიხსნა. მსაჯმა კი, იმდენი დაამატა, რომ გორელმა აბდალა ხლაიხალიმ ბათუმელების კარი, მერვე (!) დამატებულ წუთზე აიღო. 24-ე ტურის შემდეგ, გორელები სატურნირო ცხრილში ლიდერობენ, ბათუმელებმა კი, ადგილი „ტორპედოს" გადაუცვალეს.


ეროვნული ლიგის 25-ე ტური 19 და 20 სექტემბერს არის ჩანიშნული.


სატურნირო ცხრილი


ფოტო: სკ „დილა"