კბილაშვილმა 6 გოლი გაიტანა, კალანდაძემ და ცხოვრებაძემ 4-4
კბილაშვილმა 6 გოლი გაიტანა, კალანდაძემ და ცხოვრებაძემ 4-4
22.09.2025
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია

ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში ქართველმა ხელბურთელებმა მორიგი მატჩები გამართეს, გთავაზობთ მათ მონაგარს.


რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდამ" საკუთარ მოედანზე „კლუჟი" 35-32 დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კბილაშვილმა შეიტანა, რომელმაც 6 გოლი გაიტანა და 1 „ასისტი" მიითვალა.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე ხაზეინ რუსტამოვმა სამი გოლი გაიტანა „კონსტანტას" შემადგენლობაში - მისი გუნდი „ბაია მარეს" დაუზავდა, 25-25.


საფრანგეთის ჩემპიონატში ნიკოლოზ კალანდაძის „პროვანს ექსი" 25-31 დამარცხდა „რენთან". კალანდაძემ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა - 4 გოლი, 7 „ასისტი".


„ტრემბლმა" შინ „დიჟონშ" 34-25 მოუგო. ერეკლე არსენაშვილის ანგარიშზე 3 გოლი.


ხორვატიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო „ზაგრებმა", რომელმაც „ჩაკოვაცს" 36-24 სძლია და რეგულარული ჩემპიონატის A ჯგუფის ლიდერია. გიორგი ცხოვრებაძემ თავი 4 გოლითა და 1 „ასისტით" გამოიჩინა.


გერმანიის რეგიონალლიგაში „ლუბენაუ" საკუთარ მოედანზე 26-31 დამარცხდა „ვორპომერნთან". მასპინძელთაგან თითო გოლი ირაკლი დიხამინჯიამ და აკაკი პატაშურმა გაიტანეს.


პოლონეთის ჩემპიონატში „ოსტორვიამ" შინ „პიოტრკოვიანს" 35-29 მოუგო - მასპინძელთა რიგებში მირიან გავაშელიშვილმა ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.