
ოქტომბრის ბოლოს, საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის 2026 წლის საკვალიფიკაციო რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს რომელსაც 24-30 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს, სანდრო კობახიძის გუნდი ისლანდიისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად, ჯგუფურ მინი-ტურნირს ითამაშებს, საიდანაც გამარჯვებული და მეორე ადგილოსანი, მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლებენ.
აღნიშნული თამაშებისთვის ქართველმა 17-წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხი 2-ზე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა ლიეტუვას 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ და ორივეში დაამარცხა იდენტური ანგარიშით 3-0 . აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრაში დუბლის შესრულება ანდრია ბართიშვილმა მოახერხა. პირველ შეხვედრაში, ერთი გოლი, ლუკა შარიქაძემ გაიტანა, დღეს კი, ბართიშვილის გარდა, ლიეტუველთა კარი გიორგი გიორგაძემ აიღო.
სანდრო კობახიძეს, ლიეტუვას ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ გამოძახებული ჰყავდა - მეკარეები: მათე ჭელიძე („დინამო თბილისი"), გიორგი კახიძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), საბა ცარციძე („კოლხეთი 1913"); მცველები: დავით ცქვიტაია („დინამო თბილისი"), საბა კილაძე („იბერია 1999"), ნიკოლოზ ფოცხვერია („დინამო თბილისი"), იოანე გოგიჩაიშვილი („დინამო თბილისი"), ანდრია ფოცხვერია („დინამო თბილისი"), ლუკა შარიქაძე („დინამო თბილისი"), ანზორ ცირამუა (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), თორნიკე ფილაური („დინამო თბილისი"); ნახევარმცველები: საბა ავდოევი („იბერია 1999"), საბა შარვაშიძე („დინამო თბილისი"), რევაზ ვარდანია („ლოკომოტივი" თბილისი), საბა სარალიძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), ლუკა კნოევი („ოსნაბრუკი", გერმანია), გიორგი გორგაძე („დინამო თბილისი"), გიორგი რაზმაძე („ტორპედო" ქუთაისი); თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე („დინამო თბილისი"), თორნიკე კვარაცხელია („დინამო თბილისი"), სანდრო კუნჭულია („იბერია 1999"), ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი 1913"), ნიკოლოზ ხატოიანი („ტორპედო" ქუთაისი).
და ბოლოს, აქვე გეტყვით, 17-წლამდე „ევრო 2026"-ის საკვალიფიკაციო რაუნდის თამაშების განრიგს:
24 ოქტომბერი, 18:00 - საქართველო - ისლანდია / მესხი 2
27 ოქტომბერი, 15:00 - საბერძნეთი - ისლანდია / დავით პეტრიაშვილი
30 ოქტომბერი, 18:00 - საქართველო - საბერძნეთი / მესხი 2
სფფ-ის ფოტო





ჩვენ







