
თითქმის ორ წლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, რაც დოპინგ-გაუგებრობას (აქვე დავკონკრეტდებით, რომ შემთხვევა სპორტსმენის უყურადღებობა და მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა) უკავშირდებოდა, ქართველი მძიმეწონოსანი ჯუდოკა ტატამს უბრუნდება. გელა ზაალიშვილი 12 ოქტომბერს ესპანეთში, მალაგაში დაგეგმილ ტურნირზე იასპარეზებს. ესპანურ ქალაქში, ევროპის თასი 9 დღეში აიღებს სტარტს. ზაალიშვილს კი, როგორც გითხარით, ტატამზე 12 ოქტომბერს ვიხილავთ.
ინფორმაცია მეორე დღეა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ჯერ-ჯერობით, მალაგაში დაგეგმილ ევროპის თასზე მონაწილე სხვა ქართველი ჯუდოკების შესახებ ქართული ფედერაცია ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა, IJF-ის ვერ-გვერდზე, ტურნირზე დარეგისტრირებული სამი ქართველი სპორტსმენია, გელას გარდა, -81 კგ-ში ჯუმბერ მელაძე, -90კგ-ში კი, მიხეილ კუპრაშვილი.
რაც შეეხება გელას, შეგახსენებთ, რომ ქართველი მძიმეწონოსანი გრანდ-სლემის 5 გზის გამარჯვებულია. არის ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. ბოლოს, ზაალიშვილმა, 2023 წლის 24 სექტემბერს ბაქოს გრანდ-სლემზე იასპარეზა, თუმცა, მანამდე, იმავე წელს, უნგრეთის გრან სლემზე, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იაპონელ კოკორო კაგეურა დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიგო.
ფოტო: © IJF / Mayorova Marina





ჩვენ







