თორნიკე შენგელიამ ახალ გუნდთან ერთად ევროლიგაზე იასპარეზა
თორნიკე შენგელიამ ახალ გუნდთან ერთად ევროლიგაზე იასპარეზა
01.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე, ახალა გუნდთან „ბარსელონასთან" ერთად, თორნიკე შენგელია, ესპანური ACB ლიგის გრძელ მარათონში დაიწყებს ასპარეზობას, პირველი ტური კი, 5 ოქტომბერს არის ჩანიშნული, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, ევროლიგის 2025-2026 წლების გათამაშებაში დაიწყო ასპარეზობა.


ევროლიგის ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრაში, „ბარსელონა" სტუმრად „ჰაპოელს" ეთამაშა და 103-97 დამარცხდა. ქართველმა თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და საერთო ჯამში, პარკეთზე 24 წუთი დაჰყო, დააგროვა 8 ქულა,7 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება. თუმცა, თამაში კატალონიელების სასარგებლოდ არ წარიმართა, ისრაელის გუნდი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო, საშინაო თამაშებს ბულგარეთში, სოფიაში ატარებს, მთელი შეხვედრის მანძილზე ფლობდა უპირატესობას, თუ არ ჩავთვლით პირველ მეოთხედს, რომელიც საკმაოდ შედეგიანი იყო და ფრედ, 26-26 დასრულდა. დანარჩენს სამი მეოთხედი, ისევე, როგორც თამაში, „ჰაპოელმა" მოიგო 25-19, 31-25, 21-17.  „ჰაპოელს" რიგებიდან ყველაზე შედეგიანი ანტონიო ბელნკნი იყო, რომელმაც 20 ქულა დააგროვა. „ბარსელონადან", კი, 23 ქულით უილ კლაიბერნი გახდა საუკეთესო, თუმცა, სწორედ ის იყო, ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი.


მომდევნო შეხვედრას ევროლიგაზე შენგელია და მისი „ბარსელონა" 3 ოქტომბერს, კვლავ გასვლაზე  გამართავს და „პანათინაიკოსს" დაუპირისპირდება.


აქვე შეგახსენებთ, რომ სანაკრებო თამაშების დასრულების შემდეგ, თოკოს დებიუტი „ბარსელონას" მაისურით, სექტემბრის ბოლოს შედგა, როდესაც, „ბარსამ" კატალონიის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლი შეხვედრა გაართა „ხუვენტუდთან" და ერთი ქულით, 80-81 დამარცხდა.  იმ შეხვედრაში შენგელიამ 6 ქულა დააგროვა, მატჩი კი, ესპანეთის ჩემპიონატისა და ევროტურნირებისთვის ერთგვარი მოსამზადებელი ტურნირის ფარგლებში გაიმართა.