
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები დღეს, ნორვეგიაში გაემგზავრა და 3 ოქტომბრიდან, მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყებს ასპარეზობას. ქალაქ ფორდეში, მსოფლიო პირველობა სტარტს ხვალიდან აიღებს და 11 ოქტომბერს დასრულდება , თუმცა, გიორგი ასანიძის გაწვრთილი სპორტსმენები, წონითი კატეგორიების მიხედვით, ფიცარნაგზე ოდნავ მოგვიანებით იასპარეზებენ.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველები ძალებს სამ წონით კატეგორიაში სცდიან:
60 კგ - გოდერძი ბერდელიძე
94 კგ - რევაზ დავითაძე
+110 კგ - ბაქარ თურმანიძე
ამავე წყაროზე დაყრდნობით, მედლებისთვის ბრძოლას ჩვენი ძალოსნები, სწორედ, ასეთი თანმიმდევრობით შეეცდებიან.
პს - ჩვენის მხრივ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებული ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, გუნდის ექიმი გიორგი ჯინჭარაული ისეთ ფორმაშია, თუკი, რომელიმე წონაში დაგვემატება, არ იქნება ურიგო. იმედია, გიორგი ასანიძე, ამ დეტალზე იფიქრებს.





ჩვენ







