ეროვნული ლიგა 2019-ის მონაწილე ყველა გუნდი ცნობილია
ეროვნული ლიგა 2019-ის მონაწილე ყველა გუნდი ცნობილია
15.12.2018
ავტორი:

დამატებითი დროისა და ზედმეტი გართულებების გარეშე ელიგას პლეი-ოფი „სამტრედია" დაემშვიდობა. ბოლნისის „სიონმა" კი, ძლიერთა შორის ადგილი დამაჯერებლად შეინარჩუნა.

12 და 15 დეკემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფის თამაშები გაიმართა. „ლიგათაშორის ხიდზე" ელიგიდან „სამტრედიამ" და „სიონმა", ხოლო ლიგა 2-დან „ვიტ ჯორჯიამ" და „გაგრამ" გაიარეს. „სამტრედია", რომელმაც 2018 წლის სეზონზე ევროტურნირებზე იასპარეზა, ეროვნული ლიგის მიმდინარეობისას მწვრთნელებიც ბევრჯერ შეიცვალა და  ვერც ფეხბურთელების იმ შემადგენლობის შეკრება-შენარჩუნება შესძლო, რომლებიც ტრადიციულ გუნდს მთავარ ლიგაში თამაშის უფლებას შეუნარჩუნებდა. მომავალი სეზონიდან იმერულ გუნდს მინინუმ ერთი წლით ლიგა 2-ში მოუწევს თამაში. ალბათ, ელიგაში დაბრუნების მიზნის განხორციელებაში, მომავალი სეზონიდან, სამტრედიელებს ისიც შეუწყობს ხელს, რომ მათ, სამტრედიის რეაბილიტირებულ სტადიონზე მოუწევთ, საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაში, რაც მიმდინარე სეზონში კლუბს სხვა, ზემოთჩამოთვლილ მიზეზებთან ერთად აშკარად დააკლდა. პლეი-ოფის 2-რაუნდიან დაპირისპირებაში „სამტრედიამ"  საერთო ჯამში 2-6 წააგო (პირველი შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა).

დღეს კი „მცხეთა პარკზე" სამტრედიელებმა 4 უპასუხო გოლი გაუშვეს, თითქმის მთელი თამაში კაცნაკლულად ითამაშეს. ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი თერთმეტმეტრიანი გააცუდეს. საბოლოოდ შეხვედრა 4-0 წააგეს. „ვიტ ჯორჯია" კი, დიდი ხნის „შესვენების" შემდეგ, კვლავ მთავარ ლიგაში დაბრუნდა.

მთავარ ლიგაში შეინარჩუნა თამაშის უფლება ბოლნისის „სიონმა". პლეი-ოფის მეორე რაუნდის მატჩში, ბოლნისელებმა, საკუთარ, რეაბილიტირებულ „თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე" პირველი და გადამწყვეტი მატჩი ითამაშეს და 3-0 მოიგეს. ორი შეხვედრის ჯამში კი, „სიონმა" „გაგრა" 4-0 დაამარცხა.

მასალაში გამოყენებულია სკ "გაგრას" ფოტო