
ეროვნული ნაკრების მსგავსად რამდენიმე დღეში შეკრებას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც დაიწყებს. რამაზ სვანაძის გუნდი, ოქტომბერში, ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრებს გამართავს. ჩვენი 21-წლამდები, 10 ოქტომბერს ლატვიის ნაკრებს, ხოლო 14 ოქტომბერს, მალტას დაუპირისპირდებიან. შემოდგომის მეორე თვის მეორე სანაკრებო ფანჯრის დროს დაგეგმილი ორივე შეხვედრა გასვლითია.
ამ შეხვედრებისთვის რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის - მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), საბა ქაჯაია („რეალ მურსია", ესპანეთი), გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სან-ჟილუაზი", ბელგია); მცველები: ჟორჟე ქარსელაძე („აკადემიკა კოიმბრა", პორტუგალია), დავით ბუკია („ლოკომოტივი" თბილისი), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა", სლოვაკეთი), გელა სადღობელაშვილი („დინამო თბილისი"), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი ტაბატაძე („ვაილე", დანია); ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე", იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999"), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი", შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი"), გია ნადარეიშვილი („გაგრა"), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე („დინამო ბათუმი"), ალეკო ბასილაძე („ტორპედო", ქუთაისი); თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტერმალიკა ნეცეჩა", პოლონეთი), დავით გოცირიძე („გაგრა"), ლუკა პარკაძე („ზალცბურგის აუსტრია", ავსტრია), თეიმურაზ ოდიკაძე („დინამო თბილისი").
როგორც ხედავთ, აღნიშნული მატჩებისთვის რამაზ სვანაძის გუნდში ოთხი ახალწვეულია - ლუკა პარკაძე, გიორგი ყავლაშვილი, თეიმურაზ ოდიკაძე და გელა სადღობელაშვილი ახალგაზრდულში პირველად არიან გამოძახებული. მათ შორის ერთ-ერთმა, თემო ოდიკაძემ, გუშინ, უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა „დინამო თბილისთან" ერთად და თანაც გოლიც გაიტანა.
ოქტომბრის თამაშების განრიგი ასე გამოიყურება:
10 ოქტომბერი, 19:00 / ლატვია- საქართველო
14 ოქტომბერი, 21:00 / მალტა - საქართველო
და ბოლოს შეგახსენებთ, რომ ახალი შესარჩევი ციკლი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სექტემბერში, ისევე, როგორც წინა შესარჩევი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე დაიყო, ჩრდ. ირლანდიასთან შეხვედრით, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა.
სვანაძის გუნდი, რომელიც F ჯგუფში ასპარეზობს, ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრამდე მე-4 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ჯგუფში საბერძნეთის, გერმანიის, ჩრდ. ირლანდიის, მალტასა და ლატვიის ნაკრებები ასპარეზობენ.





ჩვენ







