19-წლამდები ორ სპარინგს ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამართავენ
19-წლამდები ორ სპარინგს ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამართავენ
02.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების შემდეგ, 21 კაციანი შემადგენლობა დაასახელა საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ. თუმცა, ზემოთხსენებული ნაკრებებისგან განსხვავებით, 19-წლამდები, ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრების წინააღმდეგ.


თამაშები 10 და 12 ოქტომბერს ქალაქ ზენიცაში გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სანაკრებო გვერდის ცნობით, თამაშებს, მასპინძელი ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის ტექნიკური ცენტრი უმასპინძლებს.


10 ოქტომბერი, 18:00 /  ბოსნია და ჰერცეგოვინა - საქართველო

12 ოქტომბერი, 17:00 /  ბოსნია და ჰერცეგოვინა - საქართველო


ისევე, როგორც 21-წლამდე ნაკრებში, მაისურაძის გუნდშიც არიან ფეხბურთელები, რომლებმაც გუშინ, თბილისში, „დინამო არენაზე", „დინამო თბილისის" 19-წლამდე ნაკრებთან ერთად, უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა მოახერხეს. მათ შორის არის ჰალიდ დოლტმურზიევი, რომელმაც ბოსნია და ჰერცეგოვინას, „ჟრინსკის" გუშინ დუბლი შეუსრულა. მაისურაძის გუნდის შემადგენლობა კი, ასე გამოიყურება -  მეკარეები: მათე ღაღვიშვილი („დინამო თბილისი"), დაჩი ჩოჩოშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი ღონღაძე („დინამო თბილისი"); მცველები: ნიკოლოზ ბოჭორიშვილი („იბერია 1999"), მათე შათირიშვილი („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999"), დაჩი გოგოლი („ლოკომოტივი", თბილისი), ნიკოლოზ გვაზავა („დინამო თბილისი"), საბა მურვანიძე („იბერია 1999"), შოთიკო დიაკონიძე („დინამო თბილისი"), ლუკა კუპრავა („ტორპედო" ქუთაისი); ნახევარმცველები: გიორგი კობახიძე („დილა", გორი), საბა ნიორაძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ელისაშვილი („დინამო თბილისი"), რეზი დანელია („დინამო თბილისი"), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი", ინგლისი), ლაშა ხუციშვილი („დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: ჰალიდ დოლტმურზიევი („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ჩიქოვანი („შარლერუა", ბელგია), ნიკოლოზ შალიკიანი („იბერია 1999"), დავით გოგილაშვილი („იბერია 1999").


შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრები 12-18 ნოემბერს, ხორვატიაში ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში მიიღებს მონაწილეობას და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, სერბეთის, ხორვატიისა და გიბრალტარის ნაკრებებს დაუპირისპირდება.