
საქართველოს ჩემპიონი 19-წლამდეთა ლიგაში, უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა. „დინამო თბილისის" ახალგაზრდულმა გუნდმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი შეხვედრის ჯამში 4-1 დაამარცხა, ბოსნია და ჰერცეგოვინას „ჟრინსკი" და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც, კვიპროსის „ლარნაკას" ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდებიან. მორიგი ორ-რაუნდიანი სპარინგის პირველ რაუნდს, ქართული კლუბი, კვიპროსზე გამართავს.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, „დინამო თბილისისა" და „ჟრინსკის" ბოსნიური მატჩინდა გამომდინარე, ამ წყვილში, ფავორიტად ქართული კლუბი იყო მიჩნეული და დინამოელებმა სტატუსი გაამართლეს. დუჩი გელაშვილის გაწვრთნილ კლუბს, ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა პირველივე წუთებზე ჰქონდათ, თუმცა, ბურთი ძელს მოხვდა. ანგარიში კი, მე-8 წუთზე ჰალით დოლტმურაზიევმა გახსნა. სხვათა შორის, ჰალიდი, ამ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 50-ე წუთზე, სტუმართა კარი, თემო ოდიკაძემ აიღო, რომელმაც სხვათა შორის, პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირობა მოგვცა რომ მისი გუნდი აუცილებლად მოიგებდა და გოლსაც გაიტანდა - პირობა შეასრულა. აი ჰალითმა კი, დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, „დინამომ" დღევანდელი შეხვედრა 3-0 (იხილეთ თამაშის ოქმი), ორი შეხვეცრის ჯამში კი, 4-1მოიგო. სხვათა შორის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლის გატანის შესაძლებლობა სტუმრებსაც ჰქონდათ. თუმცა, თბილისელთა კარი ამ წვიმიან დღეს, მშრალად შეინახა დაჩი ჩოჩოშვილმა, რომელმაც ბოლო წუთებზე და შესაძლოა ამ შეხვედრაშიც, ყველაზე სახიფათო დარტყმული მოიგერია.
და ბოლოს, მეორე ეტაპზე წარმატების შემთხვევაში, „დინამო თბილისი" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარული „ლუდოგორეცს" შეხვდება და აქაც, ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში პირველი თამაში სტუმრად გაიმართება.





ჩვენ







