ქართული ლეგიონის ევროპალიგური თავგადასავალი
ქართული ლეგიონის ევროპალიგური თავგადასავალი
03.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მცირე ტრავმისა და მამის გარდაცვალების გამო გაცდენილი თამაშების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ხერხემალი ოთარ კიტეიშვილი უეფა-ს ევროპალიგის მეორე სათამაშო დღეს გაიტანა. ქართველის ავსტრიულმა გრაცის „შტურმმა" საშინაო შეხვედრაში „რეინჯერსი" დაამარცხა. ქართველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო ამ შეხვედრაში. მე-7 წუთზე შოტლანდიურ კლუბს ჰორვატმა გაიტანა და „შტურმი" დააწინაურა. 35-ე წუთზე კი, კიტეიშვილმა გაზარდა ანგარიში ორამდე. „შტურმმა" პირველი ტაიმი მშრალად მოიგო, თუმცა, მეორეს დასაწყისში მაინც გაუშვა. 49-ე წუთზე, გასამამ აიღო. ქართველი 73-ე წუთზე შეცვალეს. თამაშის უეფა-ს მიერ წარმოებულ ჩანაწერში კი, „კიტეს" შესახებ შემდეგი ამოვიკითხეთ:


„რა თქმა უნდა ის არის საკვანძო მოთამაშე. როდესაც ის გუნდთან ერთად არის, მას შეუძლია ყოველთვის შექმნას რაღაც განსაკუთრებული. ის რეალურად ტოპ მოთამაშეა და მე მოხარული ვარ მასთან ერთად თამაშით",  - ამბობს ჰორვატი.


„ტომი ჰორვატის გადაცემა იყო შესანიშნავი და შემდეგ იყო ოთარ კიტეიშვილის ინდივიდუალური კლასი, გაქცეულიყო და დაემთავრებინა. მე მართლა ბედნიერი ვარ „კიტეს" გამო, ამასთან სხვა მოთამაშეებმაც კარგად ითამაშეს", - ამბობს შაუმელი, გრაცის „შტურმის" მთავარი მწვრთნელი.


უეფა-ს ევროპალიგის მეორე შეხვედრაში ლუკა გუგეშაშვილის „პაოკი" გასვლაზე, ვიგოს „სელტასთან"  3-1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული  ნაკრების მეკარე განაცხადშიც კი არ იყო. ბერძნულ კლუბში გადასვლის შემდეგ, „გუგეშა" კარში მხოლოდ 17 სექტემბერს „ლევადიაკოსთან" იდგა.



ფოტო: UEFA.com