
ფუტსალში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები უეფა-ს 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მეხუთე ჯგუფში თურქეთის, უნგრეთისა და ესპანეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შესარჩევი ტურნირის მეხუთე ჯგუფის მატჩებს 26-31 მარტს თბილისი უმასპინძლებს.
მანამდე კი, ქართველი სპორტსმენები 2018 წლის 21-22 დეკემბერს, ევრო 2019-ის მეინ რაუნდისთვის მზადების პროცესში წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. ორივე შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლეშიმ 16:00 საათზე დაიწყება და ჩვენი ნაკრების მეტოქე ლატვიის 19-წლამდე ნაკრები იქნება.
აღნიშნული თამაშებისთვის, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა შეკრებაზე 16 მოთამაშე გამოიძახა, რომლებიც მომავალი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში არიან მეკარეები: თორნიკე დვალიშვილი (თელასი), მიხეილ ბახუტაშვილი (თელასი), ვასილ ცქიტიშვილი; წინა ხაზის მოთამაშეები: ნიკა ხარატიშვილი (თსუ), რომან კუხიანიძე (თსუ), ბექა ბექაური (თსუ), დაჩი ჩადუნელი (თსუ), გიორგი ღავთაძე (თსუ), გიორგი ზუნტუროვი (თელასი), გეგა კოშაძე (თელასი), დათა მოგელაძე (თელასი), ნიკა ნადარეიშვილი (თელასი), ლუკა ბერიაშვილი, გიორგი ჩადუნელი (ტვილდიანი), ლევან სვანიძე (სპორტუნი), გიორგი კურტანიძე (ილიაუნი).





ჩვენ








