13 ოქრო ირმა ხეცურიანის სათვალაში
13 ოქრო ირმა ხეცურიანის სათვალაში
15.12.2018
ავტორი:

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა 2018 წლის ბოლო ტურნირზეც წარმატებით იასპარეზა.  ქართველმა სპორტსმენმა, პირველ ეტაპზე, ფრანგი მოწინააღმდეგე სოფი შაბლონი დაამარცხა ანგარიშით 15:12. ოთხეულში  შესასვლელ ბრძოლებში, ირმა ხეცურიანმა პოლონელ პატრიცია ჰარესს მოუგო ანგარიშით 15:6. ხოლო ½ ფინალში მან უნგრელი მოწინააღმდეგე მეზო, ანგარიშით 15:9 დაამარცხა.

ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველი პარამოფარიკავის  მოწინააღმდეგე უკრაინელი პოლენა ფედოტა იყო. ირმა ხეცურიანმა მისი დამარცხებაც მარტივად 15:4 შესძლო და თავისი ოქროს მედლების ნადავლს კიდევ ერთი მე-13 დაუმატა.

„მინდა ვთქვა, რომ მსოფლიოში ყველაზე საოცარი და მაგარი გუნდი მყავს. უდიდესი მაესტროები და ჩემი გოგონები. ვის გარეშე, არც მედალი იქნებოდა ასეთი კარგი და არც შეჯიბრი. მადლობა მათ უსაზღვრო სიყვარულისთვის. მიყვარხართ და მეიმედებით ყოველთვის. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს ასე, რომ იზიარებს ჩვენს სიხარულს. წინ დიდი მიზნები გვაქვს. ბევრი სამუშაო, დატვირთული გრაფიკი, მაგრამ მჯერა ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. სხვანაირად არ შეიძლება", - ასეთი შინაასის კომენტარი გაავრცელა საკუთარი სოციალური ქსელით ირმა ხეცურიანმა.

პარამოფარიკავე ქართველი ქალი TSFF.GE-ს რჩეული სპორტსმენი ქალია 2018 წელს.