
საკალათბურთო ევროლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა და პერსპექტიული ცენტრი გოგა ბითაძე კარიერას მონტენეგროს „ბუდუჩნისტიში" გააგრძელებს. სერბული „მეგა ბიმაქსიდან", ახალ კლუბში გადასვლით ქართველი კალათბურთელის მიმართ გაცილებით დიდი ასპარეზი ექნება. ქართველი ცენტრის ახალ კლუბში გადასავლას, დღეს, სოციალური ქსელით, კალათბურთელის პირადი ფან-გვერდიც გამოეხმაურა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ "ბუდუჩნოსტში" ვითამაშებ, კლუბში, რომელიც ევროლიგაში ასპარეზობს. ეს ჩემთვის კარგი შანსია. მინდა, ახალ კლუბს უკეთ გარჯასა და გამარჯვებებში დავეხმარო. ვიცი, რომ "ბუდუჩნოსტს" დიდებული ფანები ჰყავს, რომლებიც საშინაო მატჩებზე წარმოუდგენელ ატმოსფეროს ქმნიან. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს გოგა ბითაძე.
ქართველი კალათბურთელი „ბუდუჩნოსტიმ" 20 დეკემბერს, მედიას წარუდგინა. ქართველი ცენტრი მონტენეგროელებმა სეზონის ბოლომდე მიიღეს და მის სანაცვლოდ "მეგა ბიმაქსში" ცენტრი ზორან ნიკოლიჩი გაუშვეს. პოდგორიცელებმა ევროპული კალათბურთის უმთარეს ტურნირში თამაშის უფლება ადრიატიკის ლიგის გასულ სეზონში "ცრვენა ზვეზდას" ჰეგემონიის დამხობით მოიპოვეს. ამ მომენტისთვის, 3 მოგებითა და 10 მარცხით, პოდგორიცელებს ევროლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-15 ადგილზე არიან. თუმცა, თელ-ავივის „მაკაბისა" და რუსეთი „ხიმკის", მხოლოდ ერთი გამარჯვებით ჩამორჩებიან.
გოგა ბითაძის ახალი გუნდი, ადრიატიკის ლიგაში 8 მოგებითა და 3 მარცხით მე-2 ადგილზეა. ახალ გუნდთან ერთად, ქართველი კალათბურთელი სავარაუდოდ პირველად 24 დეკემბერს გამოჩნდება, ადრიატიკის ლიგის მატჩის დროს, რომელსაც, „ბუდოჩნოსტი" სლოვენიური „კრკა"-ს წინააღმდეგ ჩაატარებს.





ჩვენ








