
დღეს, მესტიაში, სტარტი აიღო საქართველოს 2018- 2019 წლების სამთო-სათხილამურო სეზონმა. გათამაშებაში, რომლის ეტაპებიც დღეიდან დაწყებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ზამთრის კურორტზე, თითქმის აპირილის ბოლომდე გაიმართება, სეზონის ბოლოს გამარჯვებულებს 3 ასაკობრივ ჯგუფში გამოავლენს: ბავშვები I (დაბადების წელი 2005-2006), ბავშვები II (დაბადების წელი 2003-2004), მოზრდილები და იუნიორები (დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი).
საქართველოს სამთო-სათხილამურო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, 2018-2019 წლის ზამთრის სეზონზე სვანეთის, გუდაურის, აჭარის და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ათ-ათი მოთხილამურე საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებზე იასპარეზებს.
სამთო-სათხილამურო თასის გათამაშება მესტიაში, პირველი ეტაპით გაიხსნა. ორი დღის მანძილზე, შეჯიბრება ჰაწვალის ფერდობზე სპეციალურ და გიგანტურ სლალომში გაიმართება. ასპარეზობის პირველ დღეს სტარტი სპეციალურ სლალომში მიეცა.
კატეგორიაში ბავშვები I, ვაჟთა შორის გამარჯვებულები გახდნენ:
1. გულედანი გიორგი (სვანეთი) 01:40.65
2. ნაზღაიძე ლევანი (გუდაური) 01:45.30
3. ლებანიძე ცოტნე (რატის სკოლა) 01:48.00
გოგონათა შორის:
1. ჯაფარიძე მარიამი (სვანეთი) 02:19.16
2. მეხეშიძე ნატა (ხულო) 02:22.18
3. ჩიტაძე ანი (გუდაური) 02:26.24
კატეგორიაში ბავშვები II, საუკეთესო შედეგი აჩვენეს ვაჟთა შორის (2004-2005):
1. არღვლიანი ირაკლი (სვანეთი) 01:31.94
2. ჩართოლანი მიხეილი (სვანეთი) 01:36.55
3. გაგაძე ნიკოლოზი (გუდაური) 01:44.06
ამავე ასაკში, გოგონათა სამეული ასე გამოიყურება:
1. ნავერიანი მარიამი (სვანეთი) 02:09.88
2. ჩოგაძე მარი (აჭარა) 02:11.00
3. გელაძე თეონა (ხულო) 02:28.04
კატეგორიაში მოზრდილები და იუნიორები (დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი), ვაჟთა შორის საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება:
1. კურტანიძე ლაშა (ბაკურიანი) 01:19.94
2. კოზანაშვილი ნოდარი (ბაკურიანი) 01:28.62
3. ჯაფარიძე ალეკო (სვანეთი) 01:35.06
ასპარეზობის პირველ დღეს, ბოლო ასაკობრივ ჯგუფში, გოგონათა შორის ლიდერთა სამეული შემდეგია:
1. გოცირიძე კატო (გუდაური) 01:27.14
2. ჩართოლანი ანა (სვანეთი) 01:35.16
3. პაქსაძე მარიამი (აჭარა) 01:55.84
ხვალ, მესტიაში საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპის მორიგი დღეა. ამჯერად საშეჯიბრო ტრასაზე საუკეთესოები გიგანტურ სლალომში გამოვლიდნებიან. აღსანიშნავია, რომ ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს, სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში მოხვედრაში დაეხმარება.
საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებულები, 22 დეკემბერს მესტიის ცენტრში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიების დროს საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თასის ეტაპების გენელარული სპონსორი კომპანია „სილქნეტია, მხარდამჭერები - კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების კომპანია და კომპანია ,,ბორჯომი".
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ფოტო





ჩვენ








