
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა 2018 წელს, დარჩენილი ორიდან, პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა ლატვიელ თანატოლებთან და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ერთად-ერთი გოლი ლატვიელთაგან, მე-15 წუთზე ედგარს ტარაკანოვსმა გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ გოლის შემდეგ ქართველები გააქტიურდნენ და საერთო ჯამში მატჩი ორმხრივი შეტევებით გამოირჩა, ქართველებმა ანგარიშის გათანაბრება, ლატვიელებმა კი მისი გაზრდა ვეღარ მოახერხეს.
ავთანდილ ასათიანმა ამ დღეს გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა: დვალიშვილი, ბექაური, ღავთაძე, ჩადუნელი, ხარატიშვილი. სათადარიგო შემადგენლობაში კი: ცქიტიშვილი, ბახუტაშვილი, მოგელაძე, ჩადუნელი, კოშაძე, ზუნტუროვი, კუხიანიძე, ნადარეიშვილი, ბერიაშვილი, კურტანიძე, სვანიძე ჰყავდა.
„ნამდვილად თანაბარი თამაში იყო. ვერაფრით გვაჯობეს. თუმცა, ერთი პატარა შეცდომა ამ ფასად დაგვიჯდა. გვქონდა ძალიან კარგი მომენტები. ალბათ, ისინი, რომ გამოგვეყენებინა, მინიმუმ 4-1 უნდა მოგვეგო. მეორე ტაიმში, უფრო დაეტყოთ, რომ ჩვენს ბიჭებს თამაში შეუძლიათ. ასე, რომ რაც უფრო მეტი თამაში გვექნება, მით უკეთესი. ჩემი აზრით, ამ ბავშვებს სჭირდებათ დრო. ფუტსალში ბევრი ახალი მოსულია და წესები, ჯერ კიდევ ბოლომდე არ იცის. სწავლების პროცესში არიან. სწავლასთან ერთად, შედეგიც, რომ იყოს, კარგი იქნება, მაგრამ ის, რა სიტუაციაც ახლა არის, ლოგიკურია. ჩვენ, ახალ ვიწყებთ და იმის შესახებ ფიქრი, რომ ვიღაცას მოვუგეთ, ჯერ ადრეა, ჯერ სწორად თამაში უნდა ვისწავლოთ. წესები უნდა ვისწავლოთ. დიდი ფეხბურთიდან მოსულები, რაღაც მომენტებში ძალიან კარგები არიან, მაგრამ რასაც ჰქვია ფუტსალის თამაში, ჯერ არ იციან. ამიტომაც, არსებობს ამხანაგური თამაშები, რომ ეს ყველაფერი ისწავლონ, რადგან მარტო შეკრების დროს, მნიშვნელოვანი თამაშების წინ, ამ ელემენტარულს ვერ ვასწავლით", - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.GE -სთან საუბარში.
საქართველოსა და ლატვიის 19-წლამდე ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 22 დეკემბერს 16:00 საათზე, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა უეფას 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესშია და მორიგი ამხანაგური მატჩების ციკლს, ლატვიის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ატარებს.
სფფ-ს ფოტო / ავტორი: ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ








