ერთი კვირა GFF Awards-მდე
ერთი კვირა GFF Awards-მდე
21.12.2018
ავტორი:

ზუსტად ერთ კვირაში, 28 დეკემბერს, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფეხბურთის ფედერაცია, ყველაზე წარმატებულ, 2018 წელს შეაჯამებს.

2018 წელს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 10 შეხვედრა გამართა და  19 გოლი გაიტანა. ამ 10 შეხვედრიდან, 7 მატჩის დროს, ქართველმა ფეხბურთელებმა კარის მშრალად შენახვა 7 თამაშში მოახერხეს. ფეხბურთს ფედერაციის სოციალურ ქსელში გულშემატკივარი საუკეთესო გოლის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებს. სხვადასხვა ქართული სპორტული გამოცემები ეროვნული ლიგის საუკეთესო გუნდებს ასახელებენ. თუმცა, ტრადიციულად 2018 წლის რჩეულების ვინაობა, სწორედ სფფ-ს შემაჯამებელ ღონისძიებაზე გაირკვევა.

28 დეკემბერს, ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ საღამოზე სტუმრების მიღება 18:00 საათიდან დაიწყება. რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებს დააჯილდოვებენ.

ამ დღეს,  გამოვლინდება 2018 წლის საუკეთესო მამაკაცი და ქალი ფეხბურთელი. გასული წლის მსგავსად, 2018 წელს ტრადიციულ ნომინაციებთან ერთად, ეროვნული ლიგის დაჯილდოების ცერემონია შედგება. "GFF Awards" ღონისძიების პირველი ნაწილი, სწორედ საქართველოს ეროვნული ლიგის გამორჩეულ წარმომადგენლებს დაეთმობათ.

ისევე, როგორც მთელი სეზონის მანძილზე, ამ დღესაც TSFF.GE ქართული საფეხბურთო სამყაროს გვერდით იქნება და იქ განვითარებულ მოვლენებზე მოგაწვდით ინფორმაციას.