
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან დაპირისპირების წინ პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხა. დარბაზში, ვილი სანიოლთან ერთად ჟურნალისტებთან შესახვედრადს დებიუტანტმა, იური ტაბატაძემ ამოვიდა.
ვილი სანიოლი: „გუნდში კარგი ატმოსფეროა, ბევრად უკეთესი, ვიდრე სექტემბერსა და ოქტომბერში. ვფიქრობ, მომავალი ყველაზე მნიშვნელოვანია და ვისაუბრეთ, როგორ ვხედავთ მომავალს, დავისახეთ რეალისტური მიზნები. სექტემბერ-ოქტომბერთან შედარებით განსხვავებულ ენერგიას ვგრძნობ.
ამ კვირაში იური ტაბატაძესთან ბევრი არ გვისაუბრია, თუმცა ის აქ არის იმიტომ, რომ იმსახურებს. როდესაც იბერიას შემადგენლობაში თამაშობდა, მაშინაც საინტერესო მოთამაშე იყო, თუმცა ეროვნულ ლიგაში შესაძლებლობა არ ჰქონდა საკუთარი საუკეთესო შესაძლებლობები გამოევლინა.
ჩვენ არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ესპანეთზე უკეთესები ვიყოთ, იმიტომ, რომ არ ვართ. ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ბოლოს ესპანეთში 0-2 წავაგეთ, შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც წაგვეგო და რაც ყველაზე მეტად არ მომეწონა ამ თამაშში იყო ის, რომ ფეხბურთელებმა უემოციოდ, უმოტივაციოდ ითამაშეს.
გულშემატკივრებისა და გუნდის ურთიერთობა ქორწინებასავითაა. ხანდახან რთული ურთიერთობა აქვთ. თქვენი გულშემატკივრობა ასეთ რთულ პერიოდში განსაკუთრებით გვჭირდება".
იური ტაბატაძე: „ძალიან გახარებული ვარ გამოძახებით. ჩემთვის იდეალური მდგომარეობაა, ასაკობრივი ნაკრებიდან თითქმის ყველას ვიცნობ. უფროსები კი ძალიან მეგობრულები არიან და მაქსიმალურად ცდილობენ დაგვეხმარონ.
ყველაფერია შესაძლებელი, თუ საკუთარ თავს მიზნისკენ მიმართავ. არასდროს უნდა დანებდე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 15 ნოემბერს დინამო არენაზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 18 ნოემბერს, ბულგარეთის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.
ერთმანეთის სიყვარულით, შრომით და თავდადებით ყველაფერია შესაძლებელი. გუშინ ვისაუბრეთ ერთმანეთში და ზუსტად მაგას ვამბობდით, რომ ამ ორ თამაშში ხალხს უნდა დავუფასოთ ის გვერდში დგომა და სიყვარული, რაც გვაჩვენეს".





ჩვენ







