მესტიამ საქართველოს თასის პირველ ეტაპს უმასპინძლა
მესტიამ საქართველოს თასის პირველ ეტაპს უმასპინძლა
22.12.2018
ავტორი:

მესტიაში, სამთო-სათხილამურო სპორტში საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპის მეორე საასპარეზო დღეს, სტარტი გიგანტურ სლალომში მიეცა. ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, გათამაშებაში, რომელშიც 2019 წლის აპრილამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამთო კურორტები უმასპინძლებენ  სვანეთის, გუდაურის, აჭარის და ბაკურიანის სპორტ-სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობენ.

ჰაწვალზე, დღეს, 22 დეკემბერს გიგანტური სლალომის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

კატეგორია ბავშვები 1 (2005-2006 წ.წ. დაბადებულები) გოგონათა შორის:

1 ადგილი - მარიამ ჯაფარიძე

2 ადგილი- ნატა მეხეშიძე

3 ადგილი- გვანცა ბეგიაშვილი

ამავე ასაკობრივ ჯგუფში, ვაჟთა შორის სამეული ასე გამოიყურება:

1 ადგილი - ოთარ ხვედელიძე

2 ადგილი - მათე ქურდიანი

3 ადგილი - ლუკა კოზანაშვილი

კატეგორია ბავშვები II (2003-2004 წ.წ. დაბადებულები), გოგონები:

1 ადგილი - მარიამ ნავერიანი

2 ადგილი - მარი ჩოგაძე

3 ადგილი - ელენე ჯაფარიძე

ვაჟები:

1 ადგილი -  ირაკლი არღვლიანი

2 ადგილი - ნოდარ ჯორბენაძე

3 ადგილი - ნიკოლოზ გაგაძე

ასაკობრივი კატეგორიაში მოზრდილები და იუნიორები (2002 წელს დაბადებულები და ზევით), გოგონათა შორის, ისევე როგორ სპეციალურ სლალომში საუკეთესო შედეგი კატო გოცირიძემ აჩვენა.

2 ადგილი - ანა ჩართოლანი

3 ადგილი - მარიამ გაგაძე

ვაჟთა შორისაც პირველი სახეობის მსგავსად, დღესაც საუკეთესო იყო ლაშა კურტანიძე.

2 ადგილი - კურტანიძე გიორგი

3 ადგილი - ჯაფარიძე ალეკო

საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებულები დღესვე მესტიის ცენტრში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიების დროს საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვეს. დღესვე, სვანეთში, ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

რაც შეეხება საქართველოს თასის გათამაშების მომდევნო ეტაპს, ის 19 და 20 იანვარს ბაკურიანში გაიმართება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თასის ეტაპების გენელარული სპონსორი კომპანია „სილქნეტია, მხარდამჭერები - კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების კომპანია და  კომპანია ,,ბორჯომი".  


სათხილამურო ფედერაციის ფოტო