
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ აშშ-ს გრან პრის ლიდერობენ. ქართული სპორტული წყვილი, 2025-2026 წლების გრან პრის სერიის მორიგ ეტაპზე, რომელიც 14-16 ნოემბრის ჩათვლით აშშ-ში მიმდინარეობს. Saatva Skate America-ზე, ქართულმა წყვილმა, მოკლე პროგრამაში, 8 მონაწილეს (სომხეთი, კანადა, იაპონია, გერმანია, სამი წყვილი აშშ-დან და ჩვენ, საქართველო) ბოლოდან მეორე იასპარეზა. მათ შემდეგ, ყინულზე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები იაპონელი მაურა და კიარას წყვილი გამოვიდა, რომლებმაც თავშივე ვიტყვით, მცირე ხარვეზით იასპარეზა და ეს დაკარგულ ქულებადაც დაუჯდა 74.42 (39.17/35.25). თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ წყვილს გამოსვლისას, აშკარად ემჩნეოდა ნერვიულობა. ამის მიზეზი კი, არც მეტი, არც ნაკლები ნასტიას და ლუკას წყვილი იყო, რომელიც ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ, უფრო და უფრო შედის ფორმაში.
„მართალია, 4 საათზე გაგვეღვიძა და რეალურად არ გვძინებია, თავს კარგად ვგრძნობთ. ჩვენ, ერთად ვახერხებთ კონცენტრირებას და მზადებას. დღეს, ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, მოვახერხეთ და ყველაფერი კარგად დასრულდა", - ამბობს ლუკა ბერულავა, ISU-სთვის გაკეთებულ კომენტარში და შემდეგ დასძენს, „ნასტია და მე აქ პირველად ვართ და თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობთ, თუ არ ჩავთვლით იმ გარემოებას, რომ ვერ მოვახერხეთ დაძინება. მომწონს აქაური ბუნება, სადაც გარშემო ცხოველები დადიან. თავს, ისე ვგრძნობთ, თითქოს ბანკში ვიყოთ, ვიდრე შეჯიბრზე. აქ ვგრძნობთ ოლიმპიურ განწყობას, რადგან აქ ორჯერ გაიმართა ოლიმპიური თამაშები".
ლეიქ პლესიდში, საქართველოს წარმომადგენლებმა მოკლე, პროგრამაში, რომელსაც ნასტია და ლუკა „ბოლეროზე" ასრულებენ, ანჯერად 78.83 (44.44 /34.39) ქულა აიღეს, რაც ჩვენი სპორტული წყვილისთვის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია. რეალურად, ჩვენმა წყვილმა ჩინეთის გრან პრის დროს, მოკლე პროგრამაში ნაჩვენები შედეგი (77.77), რომელიც მათთვის არა მხოლოდ სეზონის, არამედ პირადი რეკორდიც იყო, კიდევ უფრო გააუმჯობესა.
ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონებმა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნება პროგრამა სამმაგი ტვისტები გახსნეს, ამასთან ელემენტი სრულ სინქრონში (მათ შორის ყინულზე დაშვების მომენტში გამოსვლისას) შეასრულეს. ამ ელემენტს მოყვა, ასევე მაღალ დონეზე შესრულებული სამაგი სალჰოვი და სროლაში სამმაგი ფლიპი. ის, რის შესახებაც ლუკამ გამოსვლის შემდეგ, როგორც „გაგვიჭირდა" მოიხსენია, დიდი ალბათობით, ე.წ. „ლიფთი" იყო, თუმცა, საბოლოოდ, ქართულმა წყვილმა, ამ ვითარებაშიც მოახერხა ცივსისხლიანად და გონივრულად დაემთავრებინა ელემენტი.
მოკლე პროგრამის შემდეგ, მეტელკინა ბერულავას წყვილი სერიას ლიდერობს. მეორე ადგილზე იაპონელები რიკუ მიურა და რიუიჩი კიჰარა არიან. მესამე ადგილზე კი, გერმანელები, ანიკა ჰოკი და რობერტ კუნკელი არიან. სხვათა შორის, მოკლე პროგრამა ჩვენი მეზობელი სომხეთის საკმაოდ სიმპატიურმა წყვილმა კარინა აკოპოვამ და ნიკიტა რახმანინმა გახსნეს, რომლებიც თავისუფალი პროგრამის წინ, მე-4 საფეხურზე არიან.
და ბოლოს გეტყვით, რომ ლეიქ პლესიდში მიმდინარე გრან პრის სერიაში, ქართული გუნდიდან ქალთა შორის ანასტასია გუბანოვაც იასპარეზებს. დარჩენილ დღეებში, მოციგურავეების განრიგი ასე გამოიყურება:
15 ნოემბერი (საათები მოცემულია აშშ-ს დროით)
15:39:00 წყვილები / თავისუფალი პროგრამა / ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავა
18:17:20 ქალები / მოკლე პროგრამა / ანასტასია მეტელკინა
16 ნოემბერი
16:05:20 ქალები / თავისუფალი პროგრამა / ანასტასია მეტელკინა





ჩვენ







