ერთი უდრის ორს, თუ ორი, ორია? საქართველო - ირლანდია, მატჩამდე
ერთი უდრის ორს, თუ ორი, ორია? საქართველო - ირლანდია, მატჩამდე
02.09.2017
ავტორი:

2003, 2008-2009, 2014-2015, 2016  წლებში ოფიციალური და ერთიც, ამხანაგური 2013 წელს, საერთო ჯამში, საქართველომ და ირლანდიამ 8 ურთიერთშეხვედრა ჩაატარეს და  რვავე მატჩში ირლანდიელებმა გაიმარჯვეს. აქედან, ყველაზე უხვგოლიანი 2013 წლის თამაში გამოდგა.  იმ წლის 2 ივნისს, დუბლინში, მას შემდეგ რაც რუმინელმა მსაჯმა ლორიას წითელი ბარათი უჩვენა, ქეცბაიას შეგირდებმა წითელს, კიდევ 2 ყვითელი დაუმატეს და საკუთარ კარში 4 უპასუხო გოლი გაუშვეს. ბუნებრივია, ის იყო ამხანაგური თამაში და არც ის „სათვალავია", რაც ოფიციალურისას ითვლება. ოფიციალურების სტატისიკაში კი, მხოლოდ ერთ შეხვედრაში 2003 წელს, დაფიქსირდა 2 ბურთიანი სხვაობა, დანარჩენში ქართველებს, მხოლოდ მინიმალური ანგარიშებით გვაქვს წაგებული. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ეს სტატისტიკა შესაცვლელია. ამდენად, საინტერესოა, გატყდება თუ არა დღეს ეს „ნავსი".

მიჰყევით ბმულს და წაიკითხეთ თაჯი ჯის ბლოგში, როგორია წინასამატჩო განწყობა საქართველოსა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებში.