
რა არის ჟურნალისტის მისია? ჩვენი გვერდისთვის ეს, ერთგვარი „ხუთი დაბლიუ და ეიჩი" (5 W&H)-ის პრინციპზე აგებული სამუშაოა, რომლითაც ქართულ სპორტულ სამყაროში მიმდინარე მოვლენების თქვენამდე მოტანას ვცდილობთ. ამიტომ, არც დღეს, დავარღვევთ ტრადიციას და გეტყვით, რომ თბილისში, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები შეჯამდა. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა რეფერენდუმი 1964 წლიდან ტარდება. ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ 2-ჯერ 1989 და 1991 წლებში ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს (გარკვეული პოლიტიკური მოვლენების გამო) საუკეთესოების გამოვლენა. დანარჩენ წლებში კი, სპორტულ ჟურნალისტთა რჩეული, სპორტის სხვადასხვა სახეობის 34 წარმომადგენელი გახდა. ტრადიციულად, სპორტული მედიის გამოკითხვაში არასათამაშო სახეობის, ძალისმიერი სპორტის წარმომადგენლეი იმარჯვებენ. განსაკუთრებით ბოლო წლებში. საუკეთესო გუნდადაც, სწორედ ამ სახეობის ნაკრებებს ასახელებდნენ.
თუმცა წელს, მაგალითად საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში, ტრადიციულ კანდიდატებს, კონკურენცია ერთმა ჩოგბურთელმა, ერთმა ფეხბურთელმა, ერთმა ნიჩბოსანმა და ორმა კალათათბურთელმა გაუწიეს.

გამოკითხვაში, რომელშიც 73 ჟურნალისტი მონაწილეობდა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ 336 ქულა დააგროვა (მათ შორის, 54 პირველი ადგილი (5 ქულა), 13 - მეორე (4 ქულა), 4 - მესამე (3 ქულა), 1 - მეოთხე (2 ქულა). ჯამური ქულებიც სწორედ ამ ადგილების პრინციპით შეიკრიბა) და ზედიზედ მესამედ ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა რჩეული გახდა. აღსანიშნავია, რომ 1964 წლიდან მოყოლებული „ჰეთ-თრიქი" ლუკა კურტანიძეს, გიორგი ასანიძეს, მაია ჩიბურდანიძეს, ლევან თედიაშვილსა და ვიქტორ სანეევსაც ჰქონდა „შესრულებული". თუმცა, 3-ჯერ ზედიზედ, მედიის მხრიდან საქართველოს საუკეთესოდ აღიარება, ეს „ყველაზე მაგარი ადამიანის დედამიწაზე", კიდევ ერთი ახალი რეკორდია.
1. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა): 54 პირველი ადგილი, 13 - მეორე, 4 - მესამე, 1 - მეოთხე = 336
2. ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი): 16 პირველი ადგილი, 10 - მეორე, 9 - მესამე, 16 - მეოთხე, 8 - მეხუთე = 187
3. გენო პეტრიაშვილი (თ.ჭიდაობა): 1 პირველი ადგილი, 14 - მეორე, 17 - მესამე, 13 - მეოთხე, 7 - მეხუთე = 145

ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით 2018 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი სამბოში ევრპოპის ვერცხლის და მოფლიოს ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი გახდა. განსხვავებით მამაკაცთა ნომინაციიდან, ქალთა (და სხვა დანარჩენ) ნომინაციაში სპორტულ მედიას მოხლოდ 3-3 სპორტსმენი უნდა დაესახელებინა და აქაც, ქულები ამ ციფრთან შესაბამისობაში დაითვალა: პირველი ადგილი 3 ქულა, მეორე - 2, მესამე - 1. შედეგად:
1. ნინო ოძელაშვილი (სამბო): 40 პირველი ადგილი, 22 - მეორე, 4 - მესამე = 168
2. ანასტასია გოტფრიდი (ძალოსნობა): 19 პირველი ადგილი, 12 - მეორე, 21 - მესამე = 102
3. ელენე ქებაძე (სამბო): 19 მეორე ადგილი, 21 - მესამე = 59

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლაშა ტალახაძის გარდა, სხვადასხვა წლებში, კიდევ 5 სპორტსმენი იყო, რომლებიც სპორტული მედიის რჩეულებად 3-3-ჯერ დასახელდნენ. მათ შორის გიორგი ასანიძეც ვახსენეთ. ქართველი ძალოსანი, ჟურნალისტთა რეფერენდუმში კვლავ მოწინავე პოზიციებზეა, მხოლოდ ამჯერად მწვრთნელის ამპლუაში. 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელთა სამეული კი, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება:
1. გიორგი ასანიძე (ძალოსნობა): 46 პირველი ადგილი, 10 - მეორე, 4 - მესამე = 162
2. ვლადიმირ ვაისი (ფეხბურთი): 13 პირველი ადგილი, 30 - მეორე, 12 - მესამე = 111
3. ილიას ზუროსი (კალათბურთი): 4 პირველი ადგილი, 6 - მეორე, 11 - მესამე = 35

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ნომინაციაში ქართულმა მედიამ საერთო ჯამში 23 სპორტსმენი დაასახელა. შესაბამისად, ყველაზე დიდი კონკურენციაც ამ ნომინაციაში იყო. რომელი სახეობაც არ უნდა იყოს, ახალგაზრდა სპორტსმენის წარმატება იმ სახეობის მომავალს განსაზღვრავს და ამ კუთხით სასიხარულოა, რომ საქართველოში თაობა არის. თუმცა, 2018 წელს ამ თაობაში იყო ერთი, რომელმაც არა მხოლოდ საქართველო, არამედი ევროპის დიდი ნაწილი, პირდაპირი მნიშვნელობით აალაპარაკა. სპორტული მედიის გადაწყვეტილები, წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს.
1. გიორგი ჩაკვეტაძე (ფეხბურთი): 38 პირველი ადგილი, 11 - მეორე, 4 - მესამე = 140
2. რეზი დავითაძე (ძალოსნობა): 17 პირველი ადგილი, 5 - მეორე, 11 - მესამე = 72
3. გოგა ბითაძე (კალათბურთი): 3 პირველი ადგილი, 25 - მეორე, 10 - მესამე = 69

სოლიდური კონკურენცია იყო საუკეთესო გუნდის ამორჩევისასაც. ჟურნალისტებმა საერთო ჯამში 20 გუნდი დაასახელეს. მათ შორის მინდა 17-წლამდე გოგონათა საფეხბურთო ნაკრები გამოვყო, რომელმაც პირველად ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ამ ასაკობრი ჯგუფში უეფას ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა და რომლიც, საქართველოში გასამართ 2020 წლის 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. თუმცა, ვიდრე გოგონები ემზადებიან, სპორტულმა მედიამ 2018 წლის საუკეთესო გუნდად საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები აღიარა და იმედი გამოთქვა, რომ 2019 წელსაც, ქართველი ფეხბურთელები, ჟურნალისტებს იმედებს არ გაუწბილებენ.
1. ფეხბურთი: 33 პირველი ადგილი, 14 - მეორე, 12 - მესამე = 139
2. ძალოსნობა: 18 პირველი ადგილი, 12 - მეორე, 2 - მესამე = 80
3. ჭადრაკი: 7 პირველი ადგილი, 9 - მეორე, 6 - მესამე = 45


და ბოლოს კიდევ ერთ ჯილდოს შესახებ, რომელიც სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ დღეს გამართულ შეხვედრაზე გაახმოვანა. 2018 წლის ყველაზე კომფორტული პარტნიორი, ფედერაცია, რომელიც ხელს უწყობს მედიას მუშაობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა. ჩვენის მხრივ დავუმატებთ, რომ სფფ, სხვა დანარჩენი ფედერაციებისგან განსხვავებით ერთადერთია, რომელიც ეროვნული ნაკრების თამაშებზე ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილის წაყვანასაც ახერხებს. ამ თანამშრომლობის დადებით შედეგზე თავად სპორტსმენებიც საუბრობენ, ვინაიდან, ნებისმიერ უცხო გარემოში საკუთარი ქვეყნის ჟურნალისტის ხილვა, მათთვის სტიმულის მიმცემია.
ვფიქრობთ, ამ მცირე ზომის სტატიაში, ,,5W&H" (Who? (ვინ?); What? (რა?); Where? (სად); When? (როდის?); Why? (რატომ?), ხოლო H - How? (როგორ?)) გათვალისწინებით, ყველაზე ნაყოფირი სპორტული, 2018 წელი ჩავატიეთ. წელი, რომელმაც საქართველოს უპრეცედენტო რაოდენობის - 870 მედალზე მეტი მოუტანა.
- სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რჩეულები 1964 წლიდან დღემდე:
- 1964 - სლავა მეტრეველი
- 1965 - ომარ ფხაკაძე
- 1966 - ალექსანდრე მეტრეველი
- 1967 - ზურაბ საკანდელიძე
- 1968, 1972, 1976 - ვიქტორ სანეევი
- 1969, 1975 - ნონა გაფრინდაშვილი
- 1970 - თინათინ ლეკვეიშვილი
- 1971, 1973, 1974 - ლევან თედიაშვილი
- 1977 - დავით კვაჭაძე
- 1978, 1984, 1986- მაია ჩიბურდანიძე
- 1979 - თემურ ხუბულური
- 1980 - ქეთევან ლოსაბერიძე
- 1981, 1994, - რამაზ შენგელია
- 1982 - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები
- 1983 - თეიმურაზ აფხაზავა
- 1985, 1990 - დავით გობეჯიშვილი
- 1987 - ლერი ხაბელოვი
- 1988, 1999 - ნინო სალუქვაძე
- 1992, 1993 - კახი კახიაშვილი
- 1995 - გიორგი ვაზაგაშვილი
- 1996, 2002, 2003 - ელდარ კურტანიძე
- 1997 - გიორგი კანდელაკი
- 1998, 2000, 2001 - გიორგი ასანიძე
- 2004 - ზურაბ ზვიადაური
- 2005 - რევაზ მინდორაშვილი
- 2006 - ზაზა კედელაშვილი
- 2007 - რამაზ ნოზაძე
- 2008 - ირაკლი ცირეკიძე
- 2009 - მანუჩარ ცხადაია
- 2010 - დავით ზირაქაშვილი
- 2011 - მამუკა გორგოძე
- 2012 - ლაშა შავდათუაშვილი
- 2013, 2014 - ავთანდილ ჭრიკიშვილი
- 2015 - 2016, 2017, 2018 - ლაშა ტალახაძე





ჩვენ








