
განვლილი სპორტული წლის დაჯილდოების კვირეული დღეს, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მცირე დარბაზში, სფფ-ს ტრადიციული ცერემონიით GFF AWARDS 2018-ით დასრულდა. ცერემონიის დროს, რომელმაც საერთო ჯამში ერთი სათამაშო ტაიმი და დამატებითი დრო გასტანა (პენალტების სერია აღარ დაგვჭირდა), გამარჯვებულები 19 ნომინაციაში გამოავლინა. 2018 წლის ბოლოს ეს მისია, გამოევლინათ საუკეთესოები, საქართველოს ეროვნული ლიგის მონაწილე 10-ვე გუნდის მთავარ მწვრთნელსა და თითოული გუნდიდან 11-11 (ჯამში 110) ფეხბურთელს ერგო. მათ გარდა, გამოკითხვაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რამდენიმე წევრმა მიიღო მონაწილეობა.
„დღევანდელი დღე, ჩემთვის პირადად არის წლის ყველაზე საუკეთესო დღე. ვინაიდან, სწორედ დღევანდელ დღეს, ისე როგორც ადრე, როდესაც აქტიურად ვთამაშობდი ფეხბურთს, ყოველთვის მიხაროდა, ველოდებოდი, ახლაც იმ როლიდან, რაც მაკისრია, ასევე ველოდები. 2018 წელი, ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო. გვეამაყება ის, რომ წლევანდელ წელს, მოვახერხეთ და ერთა ლიგაში გავიმარჯვეთ. გავინაღდეთ, რომ 2020 წლის მარტში ვითამაშებთ უკვე ნახევარფინალს. თუმცა, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ბიჭებსაც და ჩვენც, გვაქვს უნარი რეალურად ვიგრძნოთ სად ვართ, რა მდგომარეობაა. მიწაზე ვდგავართ მყარად და დარწმუნებული ვარ, ასე გავაგრძელებთ მომავალში და ჩვენთვის, იმ ყველაზე მნიშვნელოვან ოცნებას ავისრულებთ", - ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი.

მოვლენებს წინ გავასწრებთ და ვიტყვით, რომ მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დროს, სხვადასხვა უწყებებმა ერთი და იგივე ფეხბურთელი გამოარჩიეს, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ 2018 წელს, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელიც სწორედ, ის გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წლის საუკეთესოს ნომინაციაში მისი „კონკურენტები", ქართული ფეხბურთის წონადი წარმომადგენლები ჯაბა კანკავა და სოლომონ კვერკველია იყვნენ, 2018 წლის საუკეთესოს ტიტული იმ ახალგაზრადა „ბიჭმა", გიორგი ჩაკვეტაძემ მოიპოვა, რომელმაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის თქმით, მთელი შესარჩევის დროს გამოკვეთილი ლიდერი იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე წელს, ეროვნული ნაკრების მაისურით შვიდ შეხვედრაში, ხუთი გოლი გაიტანა.

„მინდა, რომ 2019 წელი ყოფილიყოს წარმატების წელი ქართული ფეხბურთისთვის. მადლობა ბიჭებს, რომ არა ისინი, მე ამ პრიზსს ვერ დავიმსახურებდი. ასევე, მადლობა სამწვთნელო შტაბს და ფეხბურთის ფედერაციას", - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ერთი წლის წინ, GFF AWARDS 2017-ის დროს, სცენაზე სხვა ნომინაციაში დააჯილდოვეს. ერთი წლის წინ გიორგი ჩაკვეტაძეს, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი) აღიარეს. ამ ნომინაციაში მას კონკურენციას ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო", თბილისი), ბექა მიქელთაძე ("ანართოსისი" კვიპროსი), ლუკა ზარანდია ("არკა გდინია" პოლონეთი) და ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", გრაცი, ავსტრია).
სხვათა შორის, შარშან GFF AWARDS-ზე პირველად დაწესდა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის სახელობითი პრიზები. მაშინ ლეგენდარულმა კაპიტანმა ნომინირებულებს უთხრა, რომ ის ახალგაზდრა ფეხბურთელების განვითარებას დააკვირდებოდა და იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დაჯილდოებულები თამაშს და მონდომებას მოაკლებდნენ აღნიშნულ პრიზსს ჩამოართმევდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ 3 ნომინანტიდან, ერთს წელს სეზონი არ გამოუივიდა, „ჩივას პრიზი" მას, ისევ ერგო და ეს, ალბათ, დამატებითი მოტივაცია უნდა გახდეს იმ კონკრეტული ფეხბურთელისთვის, რათა მან საკუთარ თავზე უფრო მეტი იმუშაოს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2018 წლის სეზონში გამორჩეულ 17-წლამდე და 19-წლამდე ფეხბურთელებს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემია გადაეცათ.
17-წლამდე:
- ოქროს მედალი - ნიკა ტალახაძე (საბურთალო, თბილისი)
- ვერცხლის მედალი - ლაშა კვარაცხელია (დინამო, თბილისი)
- ბრინჯაოს მედალი - ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი)
19-წლამდე:
- ოქროს მედალი - ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი)
- ვერცხლის მედალი - ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი)
- ბრინჯაოს მედალი - ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)
საფეხბურთო კლუბები, რომლებმაც აღნიშნული მოთამაშეების ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა ფულად ჯილდოს მიიღებენ. ბრინჯაოს მედალი - 2 000 ლარი, ვერცხლის მედალი - 3 000 ლარი, ოქროს მედალი - 5 000 ლარი.
რადგან სიტყვამ ალექსანდრე ჩივაძის სახელობითი პრიზი და შესაბამისად, ეროვნულ პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელები მოიტანა, მივყვეთ დღევანდელი GFF AWARDS -ის თანმომდევრობას და პირველად ელიგის ამბებს გავეცნოდ. მაშ ასე, ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის გამორჩეულთა დაჯილდოება, უძლიერესთა ლიგაში „ამოსულების" მილოცვით დაიწყო. ამის შემდეგ კი ფეხბურთის განვითარების ფონდის თავკაცმა ზაზა დოლიძემ, დღევანდელი საღამოს პირველი გამარჯვებულები დააჯილოდოვა:

ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე (დინამო, ბათუმი) გახდა.
ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი - ჯოვინო ფლამარიონი (დინამო, ბათუმი - 24 გოლი).
ელიგაში ამოსული დაჯილდოებული ბათუმელების შემდეგ, ჯერი თავად ეროვნული ლიგის გამორჩეულებზე დადგა. თუმცა, ჩვენ თანმიმდევრობას ცოტათი გადავუხვევთ და პირველი 2018 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯის ვინაობას გაგიმზელთ. ეს ტიტული წელს გიორგი ყრუაშვილს (ფიფა-ს არბიტრი) ერგო. სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, საუკეთესო მსაჯის დასახელებისას, საზოგადოებას ამცნო, რომ საქრათველოში ფიფა-ს არბიტრების რიცხვი კიდევ ერთით გაიზარდა უკვე ცნობილებს, ფიფა-ს არბიტრის რანგში ირაკლი კვირიკაშვილი მიემატა, რომელიც სხვათა შორის, TSFF.GE-ს მიერ წლის ბოლოს გამოკითხულმა საფეხბურთო თემაზე მომუშავე ჟურნალისტებმა სეზონის საუკეთესო მსაჯად დაასახელეს.

ბუნებრივია, ელიგის 2018 წლის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაც ალბათ, ბოლოსკენ უნდა დაგევწერა. თუმცა, ვიდრე ელიგის საუკეთესოების შესახებ გეტყვით, 2018 წლის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობას გაგაცნობთ.
მეკარე: როინ კვასხვაძე („ტორპედო", ქუთაისი), მცველები: გიორგი რეხვიაშვილი („საბურთალო:, თბილისი), ოლეკსანდრ აზაცკი („ტორპედო", ქუთაისი), მამუკა კობახიძე („ტორპედო", ქუთაისი), ნახევარმცველები: ლეანდრო რიბეირო („დილა", გორი), მათე ცინცაძე („ტორპედო", ქუთაისი), გიორგი დიასამიძე („საბურთალო", თბილისი), ვაგნერი („საბურთალო", თბილისი), თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა („ჩიხურა", საჩხერე), მიკოლა მოვტალიუკი („დილა", გორი), ბუდუ ზივზივაძე („დინამო", თბილისი).

2018 წლის სეზონის საუკეთესო მეკარის ნომინაციაზე წარდგენილთაგან - დინო ჰამზიჩი („ჩიხურა", საჩხერე), როინ კვასხვაძე და ლაზარე კუპატაძე, საუკეთესოს ტიტული „ტორპედოსა" და ეროვნული ნაკრების მეკარეს, როინ კვასხვაძეს ერგო.
2018 წლის სეზონის საუკეთესო მცველის ტიტულისთვის მამუკა კობახიძეს, გაგი მარგველაშვილსა („საბურთალო", თბილისი), გიორგი რეხვიაშილს შორის სასწორი ელიგის ორი წრის შემდეგ „რუსთავიდან", „ტორპედოში" გადაბარგებულ მამუკა კობახიძის სასარგებლოდ გადაიწონა.
2018 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველის ნომინაციაში მათე ცინცაძე (ტორპედო, ქუთაისი), გიორგი დიასამიძე და თორნიკე გორგიაშვილი („საბურთალო", თბილისი) იყვნენ დასახელებულნი. ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს, ემახსოვრება, რომ ცინცაძე რამდენიმე წლის მანძილზე სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოდ იყო ხოლმე წარდგენილი. თუმცა, ფეხბურთელს, მხოლოდ 2018 წელს მიანიჭეს საუკეთესოს წოდება.
2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, თავდამსხმელი გიორგი გაბედავა გახდა. ჩიხურელ ფეხბურთელს, რომელიც 2019 წლის სეზონს პოლონეთში გააგრძელებს, 2018 წლის სეზონის ბოლო „ბრძოლაში" კი, ერთ-ერთ ნომინაციაში, კონკურენტებად თორნიკე კაპანაძე („ტორპედო" ქუთაისი) და ბუდუ ზივზივაძე ჰყავდა. ეს ორი ნიმინაცია გავედავამ კი მოიგე ერთპიროვნულად, თუმცა, ბუდუ ზივზივაძესთან ბომბარდირობის გაყოფა მაინც მოუხდა. ელიგის 2018 წლის გათამაშებაში გიორგი გაბედავამაც და ბუდუ ზივზივაძემაც 22-22 გოლი გაიტანეს. აქედან, მართალია გაბედავას სათვალაშვი 11-მეტრიანიდან გატანილები სათამაშო სიტიაციიდან გატანილებს სჭარბობდა, მაგრამ წლის ბომბარდირი ფაქტია, ორივე გახდა.

სხვათა შორის, გაბდავა დღეს, წამყვანებთან ერთად სცენაზე ყველაზე მეტ ხანს იდგა. საჩხერელ ფეხბურთელს, GFF AWARDS 2018-ზე, როგორც ეროვნული ლიგის გამორჩეულ ფეხბურთელს კოტე მახარაძის სახელობის პრიზიც გადაეცა. აღნიშნული ჯილდო მას, რადიო „ჯაკოს" დამაარსებელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა გადასცა, რომელიც ამ საზეიმო კვირის მანძილზე, საჩხერელების მიმართ სითბოსა და სიყვარულს არ მალავს.
2018 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერი ლეანდრო რიბეირო გახდა. მას კონკურენციას ვაგნერ გონსალვეში („საბურთალო", თბილისი) და მიკოლა კოვტალიუკი („დილა" გორი) უწევდნენ.
სხვათა შორის, სფფ-ს ერთ-ერთი წარმატებული პროექტის CFM-ის მსვლელობისას, როდესაც საფეხბურთო მენეჯერები ფეხბურთის არსზე, მხოლოდ ბიზნესის ჭრილში ვსაუბრობდით დავასკვენით, რომ საფეხბურთო ბიზნესი არის სანახაობა უცნობი შედეგით. სწორედ, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, პირადად მე, ამ სტატიის ავტორს, მას შემდეგ რაც მაშინაც კი, როდესაც 4-დან 3 ნომინაცია „ტორპედოს" ფეხბურთელმა მოიგო, ელიგის სიმბოლურ ნაკრებში კი, 4 ტორპედოელი მოხვდა, 2018 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული კი, გიორგი ჭიაბრიშვილის („საბურთალო", თბილისი) მიენიჭა. აქვე, მინდა კატეგორიულად ჩემი პირადი სიმპატია დავაფიქსირო „ჭიას" მიმართ და ხაზი გავუსვა მის პროფესიონალიზმს. თუმცა, ეს მოსაზრება დღეს, სცენაზე ნომინაციაში ასული გამარჯვებულების ხილვის შემდეგ გამიჩნდა. ამ ტიტულისთვის ჭიაბრიშვილს კონკურენციას კახა ჩხეტიანი („ტორპედო", ქუთაისი) და სოსო ფრუიძე („ჩიხურა" საჩხერე) უწევდნენ.
სფფ-ს არც ქალთა ფეხბურთი დავიწყებია. სწორედ, ქალთა ფეხბურთი იყო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რაზეც დღევანდელი დაჯილდოების დროს სფფ-ს პრეზიდენტმა ისაუბრა და ხაზი გაუსვა 2018 წელს მოვლენას, რომელიც საქართელოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, პირველად დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე გოგონათა გუნდმა ელიტ-რაუნდში გასვლა მოახერხა.

დღეს კი საუკეთესო ქალი ფეხბურთელები და ქალთა გუნდის მწვრთნელიც დააჯილდოვეს.
2018 წლის სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი - სალომე გასვიანი (34 გოლი, „მართვე", ქუთაისი) გახდა.
2018 წლის სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ნათია დანელია („ლანჩხუთი") დასახელდა.
2018 წლის სეზონის ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვთნელი ლევან ბაჯელიძე აღიარეს.

2018 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გულნარა გაბელია („ბიიკ ყაზიგიურტი", ყაზახეთი) მესამედ გახდა. მას კონკურენციას საქართველოს ჩემპიონი გუნდის „ნიკეს" მოთამაშე-მწვრთნელი და ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი ნინო პასიკაშვილი და ქალთა ეროვნილი ნაკრების კაპიტანი და ნორვეგიული „სენდვიკენის" მოთამაშე ტატა მატვეევა უწევდნენ. სხვათა შორის, ამხანაგური თამაშების დროს, რომელიც ქალთა ეროვნულმა თითქმის 2-წლიანი შესვენების შემდეგ 2018 წლის ნოემბერში გამართა თბილისში, წლის საუკეთესოს ნომინაციაში წარდგენილთაგან, მხოლოდ 2-მა ნინო პასიკაშვილმა და ტატა მატვეევამ ითამაშა.
ფეხბურთის ფედერაციამ ფუტსალის წარმომადგენლებიც დააჯილდოვა. 2018 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ეროვნული ნაკრები) გახდა. 2018 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშედ კი, ზვიად კუპატაძე („გაზპრომ იუგრა", რუსეთი) დაასახელეს - მეკარე, რომელსაც კარიერის მანძილზე 39 გოლი აქვს გატანილი.

და რადგან სიტყვამ გოლი მოიტანა, შესაბამისად 2018 წლის საუკეთესო გოლის ავტორის წარდგენის დროც დადგა. თუმცა, არ შემიძლია აქ არ აღვნიშნო, რომ ყველა ის გოლი, რომელიც ამ ნომინაციაში იყო წარდგენილი, იმსახურებდა კიდევ ერთხელ შექებას. გამოკითხვის შედეგად კი, საუკეთესო გოლის ავტორი ვაკო ყაზაიშვილი („ერსქვიქსი", სან-ხოსე, აშშ) გახდა.

2018 წელს, სფფ-ს საანგარიშო ყრილობის დროს, ფედერაციის პრეზიდენტმა პროექტის „მომავლის 11"-ის პრეზენტაცია გააკეთა. ამ პროექტის მიხედვით, სფფ-ს სტრატეგია 11 ძლიერ მოთამაშეს ემყარება, რომლებსაც „თამაშის" დროს სხვადასხვა დატვირთვა აქვთ. თუმცა, საერთო ჯამში, ეს „თამაში" გუნდურობაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, 2018 წლის ბოლო, დასკვნით ღონისძიებაზეც, სფფ-მ გარდა ნომინაციებში გამარჯვებულებისა, ტრადიციულად, საპატიო ჯილდოები გადასცა ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ფეხბურთის განვითარებაში.

მასობრივ ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა ზაურ კეკელიძეს, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მწვრთნელს ქალაქ ბათუმიდან. გორში მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი მიიღო, რიჩარდ ოლუმოივამ. თბილისსა და სიღნაღში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ჯილდო ასევე გადაეცათ მწვრთნელებს, გია მაისურაძესა და ნუგზარ ნაცვლიშვილს.
ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა ვეტერან ქართველ მწვრთნელს, ნოდარ აკობიას. დაჯილდოების ცერემონიაზე საპატიო პრიზი მისმა ვაჟმა, გიორგი აკობიამ მიიღო.

დღევანდელ ღონისძიებაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გადამყვანმა ავია კომპანია MyWay Airlines-მა, რომელიც ეროვნული ნაკრების ჩარტერულ ფრენებს უზრუნველყოფს, წარმატებული თანამშრომლობისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს სპეციალური პრიზი გადასცა.
და ბოლოს, ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილი - გიორგი ჯავახაძე (3000 ლარი), მეორე ადგილი - ელენე ადამაშვილი (2000 ლარი), მესამე ადგილი - გიორგი ნებურიშვილი (1000 ლარი).
სტატიის ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
სფფ-ს ფოტოები / ავტორი: ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ








