
დღეს საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ფლეი-აუთის პირველი რაუნდის დღე იყო. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგა 2-ში დასარჩენად, ტრადიციული ქართული კლუბი „ლოკომოტივი" და ასევე, თბილისური კლუბი „იბერია 1999 -2" იბრძვიან.
დღეს, „ლოკომოტივმა" დაძაბულ და დრამატიზმით გაჯერებულ დუელში, რომელშიც სათამაშო უპირატესობით აშკარად ჯობნიდა მეტოქეს, თბილისში, „შატილის" სტადიონზე დუშეთის „არაგვის" დამარცხება მაინც მოახერხა. ანგარიში მე-6 წუთზე, 11-მეტრიანით მასპინძლებმა, მესამე ლიგიდან დაწინაურების მსურველმა „არაგვმა" გახსნა. 6 წუთით ადრე, მატჩის დასრულებამდე, იმავე გუნდიდან, იმავე ფეხბურთელმა გურამ ლუკავამ, დუბლიც გაიფორმა. თან, ეფექტური საჯარიმოს შემდეგ. თუმცა, ამ ორ გოლს შორის, პირველ ტაიმში 34-ე წუთზე დენის ამოაკომ გაათანაბრა ანგარიში, 72-ე წუთზე კი, 11-მეტრიანით, ამჯერად „ლოკომოტივმა" გაათანაბრა - გოლი, ლუკა კეკელიძემ გაიტანა. 89-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ანდრია ვიბლიანმა კი, დუშელებს „ენგურის წყალი" გადაავლო, რადგან 90-ე წუთზე გაიტანა და „ლოკოს" საჭირო გამარჯვება მოუტანა 2-3. საპასუხო მატჩის წინ კი, რომელიც საგურამოში გაიმართება, „ლოკომოტივი" დაწინაურდა.
თბილისში, „ბენდელას" საფეხბურთო სტადიონზე, „იბერია 1999-2"-მა ფრედ, 2-2 ითამაშა ზუგდიდის „ოდიში 1919"-თან და ახლა, ამ წყვილის ბედი, საპასუხო შეხვედრაში, სამეგრელოში გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ იბერიელები, რომლებმაც ანგარიში 31-ე წუთზე გახსნეს, გიორგი გოგსაძის გოლით, ამავე ფეხბურთელის დუბლის (72') შემდეგ, 2-0-ს იგებდნენ. თუმცა, 79-ე წუთზე თბილისელებს კაცი გაუგდეს - გიორგი ქუქალია. 86-ე წუთზე კი, უმცირესობაში დარჩენილ თბილისურ კლუბს, ლუკა ბოჭორიშვილმა გაუტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, მოჰამედ სილამ გამოიჩინა თავი, ანგარიში გაათანაბრა და „ოდიში 1919"-ს, ამ წყვილში, გამარჯვების შანსი დაუტოვა, მითუმეტეს, რომ ისინი 15 დეკემბერს, სახლში ითამაშებენ.
ფოტო: გიორგი (ზიზუ) ჯიქია

|
|
|





ჩვენ








