ასაკობრივი გუნდები გაზაფხულიდან იწყებენ
ასაკობრივი გუნდები გაზაფხულიდან იწყებენ
11.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ნიონში საბოლოოდ გაირკვა საქართველოს ასაკობრივი გუნდების კიდევ ერთი კატეგორიის უახლოესი მომავალი, რომელიც 2026 წელს უკავშირდება.


საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები 2026 წლის მარტში, ევროპის 2025-2026 წლების ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში B დივიზიონის 2 ჯგუფში, ფინალური ეტაპის მასპინძელ ჩრდ. ირლანდიის, ჩრდ. მაკედონიისა ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფში წარმატების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები, აღნიშნულ დივიზიონში მოასპარეზე ხუთი ჯგუფის გამარჯვებულთა ერთად, A დივიზიონში დაწინაურდება. ერთი დივიზიონით გაიუმჯობესებს მდგომარეობას ექვსივე ჯგუფში საუკეთესო მეორე ადგილოსანი გუნდი. ეს შანსი კი, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პირველ ადგილოსანთან ნაჩვენები უკეთესო შედეგის მქონე გუნდს მიეცემა. ჯგუფური ეტაპი, რომელიც მინი-ტურნირის სახით ტარდება, ჩრდ. მაკედონიაში გაიმართება.


იგივე პრინციპით ითამაშებენ 19-წლამდე გოგონებით 2025-2026 წლების ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდს. ჩვენი გუნდი B6 ჯგუფში იასპარეზებს, სადაც საუკეთესოს გამოსავლენად ხორვატიის, ჩეხეთისა და აზერბაიჯანის გუნდებთან დაუპირისპირდება.


ერთი დღით ადრე კი, ნიონში, საქართველოს ვაჟთა ასაკობრივი გუნდების ჯგუფები გაირკვა. ჩვენი გვედრი გუშინ, შეეცადა დეტალურად გაგვეცნო 19-წლამდე ვაჟთა გუნდის შესახებ სიახლეები (იხილეთ ბმული). რაც შეეხებათ 17-წლამდე ბიჭებს, ამ ასაკობრივი კატეგორიის ორი გუნდი იასპარეზებს.


გიორგი ჩიტაურის 16-წლამდები (2010 წელს დაბადებულები), 2026 წლის შემოდგომაზე 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვებიან. გიორგი ჩიტაურის ნაკრები მე-14 ჯგუფში ყაზახეთისა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს და წარმატების შემთხვევაში ელიტ რაუნდში გააგრძელებს ასპარეზობას და იქიდან, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას. ჯგუფურ მინი ტურნირს, საქართველო ნოემბერში უმასპინძლებს.


რაც შეეხება სანდრო კობახიძის  ნაკრებს (2009 წელს დაბადებულები), 2026 წლის გაზაფხულზე სარეიტინგო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სან მარინო უმასპინძლებს. ჩვენი 17-წლამდე გუნდი B დივიზიონის მე-3 ჯგუფში იასპარეზებს და უელსის, სან მარინოსა და ანდორას ნაკრებებთან შეეცდება უძლიერესის გამორკვევას. ჯგუფში წარმატების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ერთი დივიზიონით დაწინაურდება, რაც თავის მხრივ, 19-წლამდე ნაკრების წილისყრაზეც იქონიებს გავლენას.  


 

ფოტო: UEFA via Getty Images