ევროტურნირებზე დღეს ხუთივემ სასტარტოდან დაიწყო, აზაროვმა კი, საგოლეც მიიწერა
ევროტურნირებზე დღეს ხუთივემ სასტარტოდან დაიწყო, აზაროვმა კი, საგოლეც მიიწერა
12.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროტურნირების მორიგ სათამაშო დღეს, ქართულ ლეგიონი ხუთივე წარმომადგენელმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. თუმცა, ორ ევროტურნირზე, მხოლოდ ირაკლი აზაროვის „შახტარმა" გაიმარჯვა, მაგრამ დავიწყოთ, უეფა-ს ევროპა ლიგით, სადაც, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა", ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, სერბულმა კლუბმა, მასპინძლები მეორე ტაიმში ცოტა არ იყოს დაჩაგრა და ეს მხოლოდ 55-ე წუთზე გატანილი გოლის გამო არა.  86-ე წუთზე „კიტეს" ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა, მისი დარტყმული მიზანს ასცდა. 6 ტურის შემდეგ, „შტურმს", 4 ქულა აქვს და 29-ე ადგილზეა.


სასტარტო შემადგენლობაში იყო ირაკლი აზაროვი, რომლის „შახტარმაც" უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის მეხუთე სათამაშო დღეს, ტაქალის ეროვნულ სტადიონზე, „ჰამრუნ სპარტანსი" 0-2 დაამარცხა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 61-ე წუთზე ირაკლი აზაროვის საგოლე გადაცემის შემდეგ გაიხსნა. კიდევ ოთხ წუთში, „შახტარი" უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდა. უკრაინული კლუბმა, შეხვედრაში, რომელშიც სრულ უპირატესობას ფლობდა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 12 ქულით, მეორე საფეხურზეა. რაც შეეხება „აზარას", ჩვენებური 89-ე წუთზე შეცვალეს.


სრული შეხვედრა „კუპსის" წინააღმდეგ გასვლაზე და მატჩის ბოლოს, მსაჯთან კამათისთვის მიღებული ყვითელი ბარათი, მატჩისთვის კომპენსირებული დროის მე-6 წუთზე. თუმცა მანამდე იყო 21-ე, 47-ე და 83-ე კარისკენ სამი „გასროლა", რომელიც მიზანს ასცდა. 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გაბრიელ სიგუამ, ბოლო შეხვედრების მსგავსად, დღესაც სტაბილურად კარგი მატჩი ჩაატარა. თუმცა, მის გუნდი, ამ დღეს ფრეს, 0-0 დასჯერდა. 5 ტურის შემდეგ, ქართველის შვეიცარულ „ლოზანას" 8 ქულა აქვს და ჯერჯერობით, მე-16 ადგილზეა.


სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო დღევანდელი შეხვედრა გურამ კაშიამ, რომელმაც სლოვაკეთში დასრულებული მორიგი სათამაშო ტურის შემდეგ, „სლოვანში" გამეფებული მენტალური ვითარება დაიწუნა და ჟურნალისტებთან ლაპარაკში განაცხადა, რომ ბრატისლავური გუნდის წარუმატებლობაში, დამნაშავე პირველ რიგში ფეხბურთელებმა საკუთარ თავში და დამოკიდებულებაში უნდა ეძებონ. თუმცა, როგორც ჩანს, კონფერენს ლიგის დღევანდელ შეხვედრაში, ქართველი ფეხბურთელის ეს ტკივილი, კვლავ ვერ გაიზიარეს მისმა თანაგუნდელებმა. სკოპიეში, „შკენდიასთან" გასვლით შეხვედრაში, „კაშოსა" და ვლადიმირ ვაისი „სლოვანი" 2-0 დამარცხდა. ანგარიში, ბრატისლაველებმა 33-ე წუთზე ავტოგოლით გახსნეს, პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში კი, მასპინძლებმა მოახერხეს გატანა და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. მეტი ამ შეხვედრაში ანგარიში არ შეცვლილა, თუმცა, „კაშო" ვაისმა, 72-ე წუთზე შეცვალა. „სლოვანს" 5 ტურის შემდეგ, მხოლოდ 3 ქულა აქვს და 31 ადგილზეა.


კონფერენს ლიგის მე-5 სათამაშო ტურში, რუმინული „უნივერსიტატია", საშინაო კედლებში, Ion Oblemenco stadium-ზე 89-ე წუთზე გაშვებული გოლის წყალობით, ანგარიშით  1-2 პრაღის „სპარტასთან" დამარცხდა. ანრი მექვაბიშვილმა კრაიოვას გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო  თამაში და 38-ე წუთზე ახლოს იყო ამ შეხვედრაში ანგარიში გაეხსნა. თუმცა, ქართველმა 11-მეტრიაი გააცუდა. ანგარიში კი, მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, რომლებსაც მთელი შეხვედრის მანძილზე ჰქონდათ უპირატესობა. ამ მომენტიდან მალევენ, „მექვაბა" შეცვალეს, მისმა გუნდმა კი, 79-ე წუთზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, თუმცა, ქულა ვერ შეინარჩუნა და დამარცხდა. ანრის გუნდი, დღევანდელი სათამაშო დღის შემდეგ, 7 ქულით 23 ადგილზეა.