
ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ დღეს 26 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალი თავგადასავლისთვის ათვლას დაიწყებს. მოგეხსენებათ, 2026 წლის 12 თებერვალს, ვილი სანიოლის გუნდის მომავალი მეტოქეების ვინაობა გაირკვევა უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში. სადაც წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ჩვენს გუნდს, დამატებითი შანსი მიეცემა ევროპის 2028 წლის ჩემპიონატზე მოხვდეს. თუმცა, მანამდე საკმაოდ გრძელი გზაა, რომელსაც ქართველთა ნაკრები, მომავალი წლის მარტში, ორი ამხანაგური თამაშით დაიწყებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სანაკრებო გვერდი ცნობით, 2026 წლის 26 და 29 მარტს, ჩვენი გუნდის ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, თავდაპირველად თბილისში, სავარაუდოდ მიხეილ მესხზე, ისრაელის ნაკრებს ვუმასპინძლებთ, ამის შემდეგ კი, ნაკრები კაუნასში გაემგზავრება, სადაც ლიეტუვას ნაკრებს დავუპირისპირდებით.
აღნიშნული ამხანაგური მატჩებიც 2026-27 წლების უეფა-ს ერთა ლიგის ტურნირისთვის მოსამზადებელი ციკლის ნაწილია. რაც შეეხება ერთა ლიგის მორიგ გათამაშებას, ის 2026 წლის სექტემბერში დაიწყება და ნოემბრის ბოლომდე გასტანს. საერთო ჯამში, ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს გუნდს 3 საშინაო და 3 გასვლითი მატჩის გამართვა მოუწევს.

|
|
|





ჩვენ








