
ქართველი კალათბურთელის გოგა ბითაძის ახალმა გუნდმა „ბუდუჩნოსტმა", გერმანიაში ევროლიგის საპლეიოფო ზონაში მყოფ მიუნხენის "ბაიერნთან" შეხვედრა ბოლო მეოთხედში 10 ქულით, საერთო ჯამში კი, ანგარიშით 93-88 დასთმო და ახლა, 3 მოგებით და 12 მარცხით, 16-გუნდიან ევროლიგაში მე-15 ადგილზეა. თუმცა, ეს შეხვედრა კალათბურთის ქართველ გულშემატკივაში დიდ ინტერესს, მხოლოდ იმიტომ იწვევდა, რომ ამ მატჩში, გოგა ბითაძის დებიუტი შედგა ახალ გუნდში.
19 წლის ქართველმა ცენტრმა, ევროლიგის სადებიუტო მატჩი სასტარტო ხუთეულში არ დაუწყო. თუმცა, საერთო ჯამში გოგამ მოიდანზე 23:14 წუთი დაჰყო და ამ დროში 17 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. კიდევ ოდნავ მეტ სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, გოგამ მის მიერ მოედანზე გატარებულ დროში, 9-დან 5 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ამ მატჩში ბითაძის სარგებილანობის კოეფიციენტი 22 იყო.
ქართველი კალათბურთელის „ბუდუჩნოსტი" მომდევნო მატჩს, უკვე 2019 წელს, 3 იანვარს, მილანში "არმანისთან" გამართავს.





ჩვენ








