შენგელიას 14 ქულა და „ბარსას“ მორიგი გამარჯვება ევროპალიგაზე
შენგელიას 14 ქულა და „ბარსას“ მორიგი გამარჯვება ევროპალიგაზე
13.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ" მეტ-ნაკლებად დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ (21-22, 21-17), რომელშიც 3 ქულით გაიმარჯვა,  „ოლიმპიაკოსი" მესამე მეოთხედში გადატეხა (30-17) და დასკვნითი მონაკვეთის წინ, (რომელიც საბოლოოდ კი წააგო 3 ქულით (26-29) ისეთი უპირატესობა მოიპოვა, რომელმაც თამაშის დასრულების ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე მოახერხა. ევროპალიგის მე-15 სათამაშო დღეს, „ბარსამ" საშინაო შეხვედრაში ბერძნული „ოლიმპიაკოსი" 98-85 დაამარცხა (იხილეთ სტატისტიკა).


ჩვენი ნაკრების კაპიტანმა კვლავ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პირველ მეოთხედში 08:04 წუთი გაატარა პარკეტზე. ამ დროისთვის ქართველის გვარის გასწვრივ მხოლოდ, 3 ქულა ეწერა და ისიც პერიმეტრიდან ერთი მცდელობიდან ზუსტი ნასროლი, ერთ „ასისტთან" ერთად.


მომდევნო მონაკვეთში თოკოს შედარებით მცირე დრო მიეცა სათამაშოდ, თუმცა, ქართველმა ნადავლი გაზარდა, 8 ქულა დააგროვა 3 მოხსნასთან ერთად, მესამეს ბოლოს 12 ქულა და 4 მოხსნა, თამაში კი, საბოლოოდ, 29:16 წუთში დაგროვილი 14 ქულით, 6 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ პარკეტზე შენგელიაზე მეტი „ბარსელონადან" მხოლოდ ორმა კალათბურთელმა კლაიბერნმა (31:02, 28 ქულა) და სატორანსკიმ (31:22, 7 ქულა) დაჰყვეს. აი ქულებით კი, კლაიბერნის შემდეგ, თოკოს, კევინ პანტერმა (24 ქულა) გადაუსწრო.


ზოგადად, ქართველსაც, რომლის წინააღმდეგაც ყველაზე ხშირად ჯარიმდებოდნენ და „ბარსელონასაც" კარგი თამაში გამოუვიდა. კატალონიური გუნდი ამ მომენტისთვის მესამე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში, 17 დეკემბერს „პარიზს" დაუპირისპირდება გასვლაზე.  



ფოტო: ©fcbarcelona.com