
ვიდრე საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ზედიზედ, ევროპის მეორე ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ბოლო მატჩებს, ერევანში 20-24 დეკემბერს, ოთხთა ტურნირზე გამართავს, ცნობილი ხდება, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი, მსოფლიოს 2028 წლის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად, მეინ-რაუნდიდან ჩაერთვება.
ამ მომენტში უეფა-ს რეიტინგში ჩვენი ნაკრები, ევროპული საფეხბურთო რეიტინგის (ფუტსალის რეიტინგია მხედველობაში) 50-გუნდიან ჩამონათვალში მე-14 საფეხურზეა. აქვე შეგახსენებთ, რომ ქართულმა გუნდმა, ამ შედეგის მიღწევა, მსოფლიოს წინა, 2024 წლის ჩემპიონატის შემდგომ და ჩვენი გუნდისთვის რთულ პერიოდში მოახერხა. ამ დროს, საქართველოს ნაკრებს (რამდენიმე სხვა ევროპული ნაკრების მსგავსად), ე.წ. ნატურალიზებული ლეგიონერების წესიდან გამომდინარე ქულებიც ჩამოაკლეს და რეალურად მსოფლიო ჩემპიონატს მიღმაც აღმოვჩნდით. ავთანდილ ასათიანსა და მის სამწვრთნელო გუნდს კი, ახალი გუნდის, ნატურალიზებული ფეხბურთელების გარეშე, ხელახლა მოუხდა ფეხზე დადგომა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებაც მოიპობა, რომელიც 2026 წლის 20 იანვრიდან აიღებს სტარტს. თუმცა, ამ თემას, სხვა სტატიებში დავუბრუნდებით. მანამდე კი, იმ წილისყრის შესახებ, სადაც გაირკვა, რომ მსოფლიოს 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩვენი ნაკრები არ მიიღებს მონაწილეობას, ზემოთხსენებული რეიტინგიდან გამომდინარე და
საქართველოს მსგავსად, საკვალიფიკაციო ეტაპიდან ევროპული ნაკრებების რეიტინგის ზედა 24 გუნდი (პორტუგალია, ესპანეთი, ყაზახეთი, უკრაინა, საფრანგეთი, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები, სომხეთი, ბელარუსი, სლოვაკეთი ფინეთი, ბელგია, სერბეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, გერმანია და აზერბაიჯანი) მსოფლიო ჩემპიონატის საგზურებისთვის ბრძოლას 2026 წლის შემოდგომიდან დაიწყებს. სხვადასხვა ჯგუფებისთვის, რომლის წილისყრაც 2026 წლის 19 მაისს გაიმართება, მეინ-რაუნდის ჯგუფური ეტაპის ფაზა ოთხ ფანჯარაშია გაწერილი:
2026 წელი
12-21 ოქტომბერი
2-11 ნოემბერი
6-9 დეკემბერი
2027 წელი
22 თებერვალი - 3 მარტი
ამ თარიღებისთვის უკვე ცნობილი იქნება საკვალიფიკაციო ეტაპის 6 ჯგუფის 6 გამარჯვებული და მეორე ადგილოსანი, რომლებიც მეინ-რაუნდში გააგრძელებენ ასპარეზობას და 19 მაისის წილისყრისას გაირკვევა, ჩვენთან რომელი ნაკრებები მოხვდებიან. მანამდე კი, ვიდრე, საკვალიფიკაციო ეტაპი ჩაივლის, ავთანდილ ასათიანის გუნდს, 2026 წლის 6-15 აპრილს დიდი ალბათობით, ამხანაგური სპარინგები ელოდება წინ, რადგან როგორც წესი, ქართული გუნდი, გასაზრდელად ყველა შესაძლებელ ფანჯარას იყენებს.
და ბოლოს გეტყვით, მეინ-რაუნდიდან დაწყებული, მსოფლიოს ჩემპიონატამდე გზა ევროპული კონტინენტისთვის ასე გამოიყურება:
მეინ-რაუნდის ფლეი-ოფის წილისყრა - 2027 წლის 5 მარტი
მეინ-რაუნდის ფლეი-ოფი - 2027 წლის 12-21 აპრილი
ელიტ რაუნდის წილისყრა - 2027 წლის 20 მაისი
ელიტ-რაუნდის ჯგუფური ეტაპი: 2027 წლის 6-15 სექტემბერი, 11-20 ოქტომბერი, 13-22 დეკემბერი
ელიტ-რაუნდის ფლეი-ოფის წილისყრა - 2028 წლის 20 იანვარი
ელიტ-რაუნდის ფლეი-ოფი - 2028 წლის 10-19 აპრილი
ფიფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით და გამოქვეყნებული კალენდრის შესაბამისად, ფუტსალში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2028 წლის 7-29 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება.

|
|
|





ჩვენ








