ბათუმის „დინამო“ ახალი სიცოცხლისთვის ემზადება
ბათუმის „დინამო“ ახალი სიცოცხლისთვის ემზადება
13.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოში" დიდი ცვლილებებია. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლუბის მფლობელი, არჩილ ბერიძე, რომლის სახელსაც აჭარული გუნდის ჯერ წარმატება, შემდეგ კი დაღმასვლა უკავშირდება, მისივე განცხადებიდან გამომდინარე, მომავალ კვირაში, მედიისთვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაწვრილებით ილაპარაკებს.


ამ მომენტისთვის, კვლავ სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობის თანახმად, ბათუმის „დინამო", მის მფლობელს უკვე ჩამოართვეს, თუმცა ბერიძე კლუბის სამეთვალყურეო საბჭოში დარჩება. მის დარჩენა-არდარჩენასთან პირდაპირ კავშირშია, კონკრეტულად რა ცვლილებები განხორციელდება კლუბში, ახალი სეზონის დაგეგმვამდე, რომელიც უმოკლეს ვადებში უნდა დაიწყოს.


მანამდე კი, ამავე წყაროზე დაყრდნობით, საჯარო რეესტრის საიტზე 10 დეკემბერს გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების  მიხედვით, ბათუმის „დინამოს" 100%-იანი წილის მფლობელი აჭარის მთავრობა გახდა.


პარალელურად ჩვენთვის ცნობილი ხდება, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ, კულუარული ინფორმაციაა, რომ ახალი სეზონიდან, კლუბს ერთ-ერთი ბეთის სახით ეყოლება ოფიციალური პარტნიორი. კლუბის ხელმძღვანელობას კი, ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთ კარგად ნაცნობ ფიგურას (საფეხბურთო მენეჯმენტის მაღალი დონის განათლებით) ჩააბარებენ, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც, სხვა ქართულ კლუბს ჰქონდა სტაბილურად ძლიერი პერიოდი. აღნიშნული პიროვნების დასახელებიდან, ჩვენ ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ, თუმცა, დაზუსტებით გეტყვით, რომ ბათუმის „დინამოს" ახალი სიცოცხლისთვის პირველი ნაბიჯები, მომავალ კვირაში გადაიდგმება.


ბუნებრივია, რომ ბევრი ძლიერი და სწორად მართულ ქარული კლუბი, საკლუბო ფეხბურთისა და შესაბამისად, სანაკრებო ფეხბურთის სიძლიერისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.