
ეროვნული ლიგის 2026 წლის ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდი ცნობილია. დღეს ერთ საათიანი შუალედით, თუმცა, თითქმის ერთდროულად დასრულდა თბილისში „პეტრო არენაზე" და „სპაერის სტადიონზე" ორი ორ-რაუნდიანი ფლეი-ოფი. მომავალი სეზონიდან, ეროვნულ ლიგას ორი დებიუტანტი ეყოლება - „სპაერი" და „მეშახტე". თუმცა, მოდით დავიცვათ თანმიმდევრობა.
ეროვნული ლიგაში დასარჩენად ერთ წყვილში, რომელშიც ერთმანეთს ლიგა 2-ის წარმომადგენელი „სპაერი" და 2025 წლის სეზონში ძლიერთა შორის დაწინაურებული „გარეჯი" ეჯიბრებოდნენ, პირველი რაუნდის შემდეგ, მომავალი გამარჯვებულის კონკურენტი მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი იყო. 10 დეკემბერს გამართული გასვლითი შეხვედრა „სპაერმა" 0-2 მოიგო და დღეს, შესაძლოა ამიტომაც, მშობლიურ კედლებში, სადაც სტუმარი გუნდისთვის ჭირს თამაში. პირველი შეხვედრის მსგავსად, დღესაც, „სპაერის" შემადგენლობიდან გოლი ზაქარია ბასილაშვილმა გაიტანა და მეორე ლიგის გუნდი, ნანატრ ოცნებას მიუახლოვა. თუმცა, მასპინძლებმა მეორე ტაიმში ორი ბურთი გაუშვეს, 53-ე და 63-ე წუთებზე ლევან პაპავა ორი პენალტი გაიტანა. აი, ამ 11-მეტრიანებს შორის კი, ირაკლი კამლაძე გააძევეს, შესაბამისად, 10 ფეხბურთელით დარჩენილ „გარეჯს", თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად ძალა არ ეყო. ორი შეხვედრის ჯამში კი, „სპაერმა" გაიმარჯვა 3-2 და ეროვნულ ლიგაში გადმოვიდა.
დამატებითი დრო და პენალტების სერია გახდა საჭირო „პეტრო არენაზე" გამარჯვებულის გამოსავლენად. „თელავისა" და ტყიბულის „მეშახტის" დაპირისპირებაში, რომელშიც თამაშის უმეტესი დრო, კახური გუნდი დომინირებდა, ვიდრე მათ 104-ე წუთზე ანდრია დევდარიანი არ გაუგდეს, მასპინძელმა გუნდმა გვარიანად ვერ შეუტია ეროვნული ლიგის, აწ უკვე ყოფილ ბინადარს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა, ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახლობის სტადიონზე, სადაც ტყიბულელები საშინაო შეხვედრებს მართავდნენ, შეგახსენებთ, რომ ფრედ, 1-1 დასრულდა. დღეს კი, 31-ე წუთზე, ინიგო მარტინის მიერ რეალიზებული პენალტის წყალობით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის სტარტზე, 53-ე წუთზე იმავე მარტინის ჰქონდა ანგარიშს გაზრდის საშუალება თუმცა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი ვერ დაამუშავა და ამასობაში მცველებმა განმუხტეს. 64-ე წუთზე დევდარიანს ორჯერ ჰქონდა სტუმართა კარის აღების შესაძლებლობა. 70-ე წუთიდან კი, კახელთა გუნდი აირია - გაგუას შეგირდებს, რაღაც არ წაუვიდათ. ამ ვითარებით კი, კარგად ისარგებლეს ლადო ბურდულის გაწვრთნილებმა, და შეცვლაზე შემოსულმა ემანუელ ფობიმ 74-ე წუთზე ანგარიშს გათანაბრება მოახერხა. ტაიმის მიწურულს, 85-ე წუთზე „თელავისთვის" ძლიერთა შორის ადგილის შენარჩუნება ერთ შეტევაში ორ ფეხბურთელს შეეძლო, ჯერ ტატო ჟივიძეს, დამატებაზე კი, ნიკოლოზ ყიფიანს, თუმცა თელაველებმა ეს შანსიც გაანიავეს. პენალტების სერიაში კი, ტყიბულელებმა 2-4 იმარჯვეს და მომავალ სეზონში, ეროვნულ ლიგაში თამაშის ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
თავის მხრივ, კახურმა კლუბებმა მინიმუმ ერთი წლით ეროვნულ ლიგა 2-ში ჩაინაცვლეს, სადაც თავის მხრივ, ხვალ გაირკვევა თუ, მომავალი სეზონიდან, რომელი გუნდები იასპარეზებენ ლიგაში, რომელიც უკვე ჩავლილ სეზონში, არანაკლებ საინტერესო, დაძაბული და კონკურენტუნარიანი იყო ვიდრე ეროვნული ლიგა. რა თქმა უნდა ქართული საკლუბო ფეხბურთი ჯერ შორს არის იდეალურიდან, თუმცა, რაც არის, იმის ფონზე, ხვალ, საბოლოოდ დასრულდება საკმაოდ დაძაბული 2025 წლის სეზონი.
და ბოლოს შეგახსენებთ, რომ 6 წლის შემდეგ, ეროვნულ ლიგაში „რუსთავი" დაბრუნდა. იმედია, მომავალი სეზონიდან „რუსთავი" და „მეშახტე" ბუნებრივ საფარიანი სტადიონის ძებნაში დიდხანს არ იქნებიან, რომელიმე სტადიონს შეკედლებული და რეგიონალური ხელისუფლება, ადგილობრივი გულშემატკივრისთვის და ზოგადად, მხარეში ფეხბურთის განსავითარებლად, ტრადიციული რუსთავის „მეტალურგისა" და ტყიბულის „მეშახტის" სტადიონების რეაბილიტირებას მოახერხებს.

|
|
|





ჩვენ








