
გიორგო ჩაკვეტაძე, უეფა-ს 2019 წლის პირველ ინფორმაციაში მოხდვა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „გენტის" 19 წლის ფეხბურთელი, ევროპის მთავარმა საფეხბურთო ორგანიზაციამ იმ 50 ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებიც უკვე 2019 წლის ბოლოს, ევროპული კონტინეტის საფეხბურთო რეალობას შესაძლოა, ვარსკვლავებად მოევლინონ.
UEFA.COM-ის ინფორმაციით მათ, მთელი კონტინენტის მასშტაბით, საკუთარი გვერდის კორესპონდენტებს შორის ჩაატარეს გამოკითხვა. საბოლოოდ კი, შეირჩა 50 კანდიდატი, რომლებიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონტისთვის, ევროპული საფეხბურთო სათაო ოფისის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით უკვე, საყოველთაოდ ცნობილები უნდა იყვნენ.
ამ სტატიის რუსულენოვანი თარგმანისგან განსხვავებით, ოფიციალურ, ინგლისურენოვან ვარიანტში, ჩაკვეტაძეს მე-8 პოზიცია აქვს, ჩამოთვლილ 50 ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის. უეფა-ს ამ ჩამონათვალში ყველაზე მეტი 6 ახალაგაზრდა ფეხბურთელი ესპანეთის მოქალაქეა, შემდეგ არიან ფრანგები და ინგლისელები. საერთო ჯამში ევროპის მასშტაბით, მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელთა ჩამონათვალში ორ ათეულამდე ქვეყნის (მსოფლიოს მასშტაბით) მოქალაქე მოხდვა, რაც იმის მანიშნებელია, რომ უახლოეს წლებში არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მუნდიალის დროსაც, ფეხბურთის მოყვარულები სასიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდონ.






ჩვენ








