პსჟ-ი საკონტინენტთაშორისო თასის ფინალის წინ კარგ განწყობაზე უნდა იყოს...
პსჟ-ი საკონტინენტთაშორისო თასის ფინალის წინ კარგ განწყობაზე უნდა იყოს...
16.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მოთამაშე აიტანა ბონმატი მსოფლიოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ისტორიაში პირველად, ზედიზედ მესამედ დასახელდა. მასთან ერთდ, პლანეტის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ტიტული ფიფა-ს ვერსიით, პსჟ-ს წარმომადგენელმა უსმან დემბელემ მიიღო. მას, დოჰაში გამართულ გალა დაჯილდოებაზე, პრიზი ჯანი ინფანტინომ გადასაცა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას (რომელიც როგორც იცით, ფიფა-ს ჯილდოსთვის 11 ფეხბურთელთან ერთად იბრძოდა) თანაგუნდელი და საფრანგეთის ნაკრების წევრი 2025 წლის „ოქროს ბურთის" გამარჯვებულიც გახდა.


აქ კი, ყველა ნომინაციაში გამარჯვებულებს გთავაზობთ:

  • წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი - უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი)
  • წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - აიტანა ბონმატი („ბარსელონა", ესპანეთი)
  • წლის საუკეთესო მამაკაცი მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/„მან.სიტი", იტალია)
  • წლის საუკეთესო ქალი მეკარე - ანა ჰემპტონი („ჩელსი", ინგლისი)
  • წლის საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი - ლუის ენრიკე (პსჟ, ესპანეთი)
  • წლის საუკეთესო ქალი მწვრთნელი - სარინა ვეიმანი (ინგლისის ნაკრები, ნიდერლანდები)
  • წლის საუკეთესო გოლი (მამაკაცთა შორის) - სანტიაგო მონტიელი („ინდეპენდიენტე", არგენტინა)
  • წლის საუკეთესო გოლი (ქალთა შორის) - ლიზბეტ ოვალი („ტიგრესი", მექსიკა)
  • Fair Play-ის ჯილდო - ექიმი ანდრეას ჰარლას-ნიუკინგი („რეგენსბურგი", გერმანია)
  • წლის გუნდი მამაკაცთა შორის - დონარუმა, ჰაკიმი, პაჩო, ვან დაიკი, მენდეში, პედრი, ვიტინია, ბელინგემი, პალმერი, იამალი, დემბელე
  • წლის გუნდი ქალთა შორის - ჰემპტონი, ბრონზი, ვილიამსონი, პარედესი, ბატლი, ბონმატი, გუიარო, პინა, პეტულასი, რუსო, კალდენტეი


და რადგან ჩვენ მაინც „ჩვენი" უფრო გვადარდებს, ისიც ვთქვათ, რომ „პარი სენ-ჟერმენი", ხვალ, 17 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, საკონტინენტთაშორისო თასზე ბრაზილიურ „ფლამენგოს" შეხვდება. პარიზულ გუნდთან ერთად შეხვედრისთვის ემზადება ხვიჩა კვარაცხელიაც. 2025 წლის დასრულებამდე, ქართველი პსჟ-სთან ერთად მორიგი, ტიტულისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ „კვარას" გუნდს, 2025 წელს მოგებული აქვს, საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი და სუპერთასი. ამას გარდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და სუპერ თასი.