
გერმანულმა საფეხბურთო კლუბმა მიუნჰენის „ბაიერნმა", წინასაახალწლოდ, კლუბის ქართველ ქომაგებს თანადგომისთვის და ერთგულებისთვის მადლობა ქართულად გადაუხადა.
„დიდი მადლობა" - ამ წარწერით ფოტო, „ბაიერნმა" საუკუთარ გვერდზე ატვირთა და დაუმატა: „Dear Fans in Georgia, thank you for your support in 2018! Let's give everything in 2019!", ნათქვამია პატარა პოსტში, რომელიც ერთ-ერთია ამ დღეს „ბაიერნის" ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული, კლუბის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების პარალელურად.
პოსტის ქვეშ, გვერდის ადმინები, ქართველ ქომაგებს გამოესაუბრნენ კიდეც და ისიც კი ჰკითხეს, ქართულად მიმართვა სწორად დაწერეს თუ არა.
საპასუხოდ, ქართველმა ქომაგება კლუბს ბუნდესლიგაში გამარჯვება და რაც უფრო მთავარია, პირველ რიგში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ლივერპულის" წინააღმდეგ გამარჯვება უსურვეს. შეგახსენებთ, რომ „ლივერპულთან" 1/8 ფინალური დაპირისპირება 2019 წლის 20 თებერვალს და 14 მარტს გაიმართება.






ჩვენ








