
დღეიდან დაიწყო და 28 დეკემბერს დასრულდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჯუდოში, რომლშიც საერთო ჯამში მონაწილეობის სურვილი 446-მა ჯუდოკამ გამოთქვა. ოთხი საშეჯიბრო დღიდან თავდაპირველად ასპარეზზე 51 ქალი გამოვიდა. დღეს, გამარჯვებულები 7 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
-48კგ წონითი კატეგორია - მარიამ ზაქარაია (აფხაზეთი)
-52კგ წონითი კატეგორია - ნინო თათრიშვილი (თბილისი)
-57კგ წონითი კატეგორია - ნინო ხარაიშვილი (ზესტაფონი)
-63კგ წონითი კატეგორია - ნინო წიკლაური (მცხეთა)
-70კგ წონითი კატეგორია - მარი მახარაშვილი (გორი)
-78კგ წონითი კატეგორია - ბარბარე გელაშვილი (თბილისი)
+78კგ წონითი კატეგორია - ნონა კვარაცხელია (თბილისი)
როგორც ხედავთ, ქალთა შორის დღეს მონაწილეობა არ მიუღიათ წონითი კატეგორიების ლიდერებს, თუმცა, ამით შეჯიბრს, სანახაობრიობა არ დაუკარგავს.
ძიუდოს აკადემიაში ხვალიდან კი, წონითი კატეგორიების მიხედვით, ტატამზე ვაჟები დაიწყებენ ასპარეზობას. მედლების კომპლექტი ორ წონაში, -60 კგ და -66 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საერთო ჯამში, საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის შვიდ წონით კატეგორიაში 395 კაცი ჯუდოკა იბრძოლებს.
ასპარეზობები დილის 10:00 საათიდან დაიწყება და მათი ყურება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის YouTube არხით იქნება შესაძლებელი.





ჩვენ










